მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წითლები ალბათ ხელახლად დაბრუნდებიან.
The Reds would probably be returning.
84162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ სოფელში მოცდა გადარჩენილთა დაღუპვა იქნებოდა.
Staying in this village would have doomed the survivors.
84163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გლეხები კვაჭის ვერ უშველიან, რადგან სოფლის აწიოკებისა ეშინიათ.
The peasants couldn’t help Kvachi, for they were afraid of their village being ravaged.
84164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეტი გზა არ არის: კვაჭიმ გონს მოსული პავლოვი აიკიდა, ჯალილამ ბესო აიგდო ზურგზე.
There is no alternative: Kvachi slung Pavlov, who had recovered consciousness, over his shoulders; Jalil took Beso on his back.
84165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ყველაფერი გლეხებს დაურიგეს, გარდა თითო თოფის, დამბაჩისა და ვაზნებისა.
They let the peasants have everything else, keeping only a rifle, a hand gun, and cartridges for each man.
84166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთმა გლეხმა მგზავრები სოფლის ბოლოში გაიყვანა და უთხრა: – იარეთ ამ გზით, მერე მარცხნივ მიუხვიეთ, მერე მარჯვნივ, ისევ მარცხნივ, ისევ მარჯვნივ, მერე პირდაპირ წადით და თეთრებთან მიხვალთ.
One peasant led them to the edge of the village and said, "Follow this road, then turn left, then right, and left again, then right again, then go straight on and you’ll reach the Whites".
84167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი და ჯალილა ხვნეშით და ტაატით მიდიან, ხან ოფლს იწმენდავენ, ხან ისვენებენ, მერე მიდიან, მიდიან და მიდიან.
Groaning and tottering, Kvachi and Jalil went on, stopping to wipe away their sweat or to rest, always going on and on.
84168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აღარ არის არც მარჯვენა, არც მარცხენა, აღარც გზა, არც ბილიკი.
There is nothing to the left or to the right, no road, no path.
84169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხშირად ბორძიკობენ, თოვლში იფლებიან, ზოგჯერ წაიქცევიან და გაყინულ ტანს ძლივს და მიათრევენ.
They often stumbled, plunged into deep snow; sometimes they fell down and had trouble dragging their frozen bodies on.
84170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაბნელდა, მოშორებით ჯერ ერთმა წყვილმა თვალმა გაანათა, მერე საზარელი ყმუილი მოისმა.
Darkness fell, in the distance a pair of tiny eyes shone, then a horrible howl rang out.
84171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთი საათის შემდეგ ყოველ მხრიდან მოსჩანს მგლების თვალების ელვა.
An hour later wolves’ eyes were flashing on all sides.
84172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როცა კვაჭი ან ჯალილა წაიქცევიან, ან დასასვენებლად თოვლში ჩასხდებიან, მგლებიც თამამად ეტანებიან.
Whenever Kvachi or Jalil fell, or sat down to rest in the snow, the wolves would boldly approach.
84173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თოფის გრიალზე გაკაპასებული ნადირი გარბის, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ თამამდება და მიხრწნილ მგზავრებს ისევ ეტანება, ისევ ფეხდაფეხ მისდევს და ელოდება იმ დროს, როდესაც მსხვერპლს ძალ–ღონე გამოელევა.
At the sound of a rifle shot the vicious animals ran away, only to approach the enfeebled travelers a little later, just as boldly, trailing after them, waiting for their prey to lose its last ounce of strength.
84174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჰეი, ჰე–ე–ე–ი! – ყვირიან დროგამოშვებით ჯალილა და კვაჭი: – გვიშველეთ!
"Hey, he-e-ey"! Jalil and Kvachi shouted from time to time: "Help"!
84175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მათი ხმა თეთრ უდაბნოში იკარგება.
Their voices died away in the white desert.
84176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არსად არაფერი და არავინ მოსჩანს.
Nothing and nobody could be seen anywhere.
84177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცებ ბესოს კივილი მოესმა.
Suddenly Beso heard a yell.
84178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთმა მგელმა ისკუპა და ჯალილას ზურგზე აკიდებულ ბესოს კბილი გაჰკრა.
A wolf had leapt up and sunk its teeth into Beso, who was riding on Jalil’s back.
84179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილა და კვაჭი სიცივისგან აკანკალებულ ხელებით ისვრიან თოფებს.
Their hands trembling with cold, Jalil and Kvachi fired their rifles.
84180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სიჩუმეში თოფებს ზარბაზნებივით გააქვთ გრიალი.
In the silence the rifles roared like cannon.