მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გათავდა... დასრულდა... ვკვდები... გავიყინები, ან მგლები შემჭამენ... –ბუნდოვნად ჰფიქრობს ბურანში შესული კვაჭი.
"It’s over… It’s finished… I’m dying… I shall freeze to death, or the wolves will eat me"… Kvachi thought as he sank into a fog of confusion.
84222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აზრის კარი ეხშობა, ტკბილად სთვლემს და თბილ ბურუსში შედის.
The door of his mind shuts, he dozes contentedly, and fall into a pleasant delirium.
84223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მგლები თავთ წაადგნენ და უკანასკნელ ნახტომისთვის ემზადებიან.
The wolves were getting to their feet preparing for a final leap.
84224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცებ შორს, ძალიან შორს თოფმა დაიქუხა.
Suddenly, far off, very far off, a gun fired.
84225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ წუთს კვაჭიმ და ჯალილამ უკანასკნელი ძალ–ღონე მოიკრიფეს და წამოიწიეს.
That moment Kvachi and Jalil summoned their last drop of strength and moved forward.
84226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესომაც თვალი გაახილა.
Even Beso opened an eye.
84227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გვიშველე–ე–ეთ!–ისმის მათი ხრიალი და წკმუტუნი.
"He-e-elp"! they rasped and croaked.
84228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჰეი, ჰეი, რომელ მხარეს ხარ? – შორი–ახლოდან მოდის პასუხი.
"Hey, hey, which side are you"? came a reply from some way away.
84229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უუზარმაზარ თეთრ ზეწარზე მოძრავი გრძელი ჩრდილები მოსჩანან.
Long shadows appeared, moving over an enormous white covering.
84230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კიდევ გავარდა თოფი და კიდევ მოისმის „რომელი ხა–არ?“ მგლებმა ჯერ უკან დაიწიეს, მერე თეთრში აირივნენ და მიიმალნენ.
More rifles fired, and again came the call "Who are you"? The wolves now backed off, then melted into the whiteness and vanished.
84231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ათიოდე წუთის შემდეგ თეთრების ათიოდე კაცი თავთ წაადგა უკვე განწირულ კვაჭის და იმის სამს ამხანაგს.
Ten or so minutes later a dozen Whites appeared before Kvachi, now on his last legs, and his three comrades.
84232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი სიხარულისგან სტიროდა და სლუკუნებდა: – მადლობა უფალსა!
Kvachi wept and sobbed for joy: "Thank the Lord"!
84233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თეთრებმა გაყინული კიდურები დაიზილეს, ყველას პირში ცოტაოდენი არაყი ჩაასხეს, მერე დაჭრილები ცხენზე აჰკიდეს, ჯალილას და კვაჭის იღლიებში შეუსხდნენ და უკანვე გასწიეს.
The Whites rubbed their frozen limbs and poured a little vodka down their throats, put the wounded on horseback, and supported Kvachi and Jalil by the arms, then they went back whence they had come.
84234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აქა ამბავი სამშობლოში დაბრუნებისა და ერთი კუბოს წამოღებისა.
Returning to the Motherland and Bringing a Coffin.
84235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეორე დღეს კვაჭმა თეთრების სარდალს დაწვრილებით უამბო თავის თავგადასავალი, ნანახი და გაგონილი.
The next day Kvachi told the White detachment all about what he’d experienced, seen, and heard.
84236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოთხივენი ერთ პატარა ქალაქში, გადაიყვანეს და სამკურნალოში დააწვინეს.
The four of them were taken to a small town and given hospital beds.
84237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი და ჯალილა ერთ კვირაში მოკეთდნენ და სასტუმროში გადასახლდნენ, ხოლო დაჭრილი პავლოვი და ბესო იგვიანებდნენ.
Kvachi and Jalil recovered in a week and moved to a hotel; the wounded, Pavlov and Beso, needed longer.
84238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი უფულობას სჩიოდა და ჭიპის სახელს ენიდან ვეღარ იშორებდა.
Kvachi complained of penury; Chipi’s name was never far from his tongue.
84239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხშირად იმეორებდა: – ბესო! ჯალილ! დეიხსომეთ ჩემი სიტყვა.
He kept repeating: "Beso! Jalil! Mark my words".
84240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვფიცავ ღმერთსა და ჩემს პატიოსნებას, რომ ვერ მოვისვენებ, სანამ ჭიპის დედას მის საფლავზე არ ვატირებ.
I swear by God and my good name: I shan’t rest until I’ve made Chipi’s mother weep over his grave.