მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84201.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი! – ამბობს ბესო: – მომკალი.
"Kvachi", said Beso: "Kill me".
84202.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ტყვიით სიკვდილი მირჩევნია მგლების კბილებს.
I’d rather die from a bullet than from a wolf’s teeth.
84203.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რავა ამბობ მაგას, ბესო?! მეიცა და...
How can you say that, Beso? Just wait…
84204.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმავ წუთს ერთმა მგელმა ისკუპა და ერთმა დამბაჩამ დაიგრიალა.
That instant a wolf leapt up and a revolver fired.
84205.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მგელი კვაჭის გვერდით დაეცა და გაიჭიმა.
The wolf fell, sprawling next to Kvachi.
84206.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აბა, ეხლა წავიდეთ. სანამ ის მგლები ამ მოკლულ მგელს შესჭამენ, ჩონ შორს წავალთ.
We can go on now, we’ll be a long way away by the times the wolves have eaten the dead one.
84207.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ კვაჭი ფეხზე ვეღარ დგება.
But Kvachi couldn’t stand.
84208.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მთელი თვისი ძალ–ღონე მან დამბაჩის ერთ გასროლას გააყოლა.
He had put all his strength into that revolver shot.
84209.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ფოფხვით იმ ალაგს ოციოდე ნაბიჯით ძლივს გასცდნენ.
They only managed to crawl about twenty paces from the spot.
84210.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მშიერი მგლები უმალ მოკლულ ამხანაგს მიესივნენ და ათიოდე წუთში გასწიწკნეს.
The hungry wolves went straight for their dead comrade and in ten minutes had picked all his flesh.
84211.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერე ისევ მგზავრებს შემოეხვივნენ და ისევ ხუთიოდე ნაბიჯის მანძილზე ჩაცუცქდნენ.
Then they surrounded the travelers again and crouched five paces away.
84212.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ნახევარი საათი გავიდა.
Half an hour passed.
84213.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჯალილ, მეტი აღარ შემიძლიან! – ჩურჩულით ამბობს კვაჭი.
"Jalil, I can’t carry on", Kvachi whispered.
84214.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეც ძალა აღარა მაქვს,–უპასუხებს ჯალილა.
"I don’t have any strength left", replied Jalil.
84215.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
არ დაიზინო, კნიაზ, არ დაიზინო! – ბუტბუტებს თოვლზე გაწოლილი ჯალილა.
"Don’t go to sleep, prince, don’t go to sleep", Jalil murmured, as he lay in the snow.
84216.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მშვიდობით ბესო – კვლავ ჩურჩულებს კვაჭი.
"Goodbye, Beso", Kvachi whispered again.
84217.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო პასუხს არ იძლევა.
Beso did not answer.
84218.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
გულაღმა გაშოტილა და პირსახე ვარსკვლავებისთვის მიუშვერია.
Sprawled on his back, he stared at the stars.
84219.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პავლე! არც პავლოვი იძლევა პასუხს.
"Pavle"! Pavlov didn’t reply, either.
84220.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ორად მოკაკულა და თავი მუხლებზე მიუბჯენია,
He had rolled into a ball with his head on his knees.