მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84261.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ერთ საღამოს კვაჭმა სათნოების დის ფორმაში გამოწყობილ ქალს მოჰკრა თვალი და უმალვე იცნო ოდესღაც თავის ვერა – დაბალი, ქერა და ფუნჩულა.
One evening Kvachi caught sight of a woman in a Sister of Mercy uniform: he immediately recognized his Vera— short, blonde, and plump.
84262.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ვერას გვერდით ათი წლის შავგვრემანი ბავშვი მისდევდა, კვაჭის შვილი!
Vera had by her side a ten-year-old black-haired child: Kvachi’s child.
84263.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პირწავარდნილი კვაჭიკო!
The spitting image of Kvachi!
84264.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
,,ვინ არის მომავალი ბავშვის მამა“, – კითხულობდნენ ათი წლის წინათ ადესელი სტუდენტები.
"Who is the father of the unborn child"? Odessa students had asked ten years ago.
84265.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს საიდუმლოება მაშინ ვერ გამოარკვიეს, კვაჭმა კი მაშინაც იცოდა და ეხლაც ძალიან კარგად იცის, რომ ის შავგვრემანი ბიჭი მისი სისხლი და ხორცია.
The mystery was then unsolvable, but Kvachi knew then and now knew perfectly well that this black-haired boy was his flesh and blood, his!
84266.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
პირსახეში ალმური აუვარდა და თავში სისხლი აუდუღდა.
Kvachi’s face turned bright red; the blood rushed boiling hot to his head.
84267.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დაღუნა თავი და ბარბაცით შევარდა მაღაზიაში.
He ducked and staggered into a shop.
84268.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
რამდენიმე დღე გავიდა.
Several days passed.
84269.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მეგობრები წამოსასვლელად ემზადებოდნენ.
The friends prepared to depart.
84270.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი მარტო იყო ოთახში.
Kvachi was alone in the room.
84271.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
უცებ კარებში ჭიპის თავი და ჯალილას ხელი გამოჩნდა.
Suddenly, Chipi’s head and Jalil’s hand came through the doorway.
84272.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპი ძალადობდა და კარებს ებღაუჭებოდა.
Chipi was resisting, clutching the door.
84273.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ კისერში წავლებულმა ხელმა ქიმუნჯი წაჰკრა და მობუზული ჭიპი შუა ოთახში შეაგდო.
But the hand round his neck punched him hard and a crumpled Chipi was hurled into the middle of the room.
84274.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მერმე თვითონ ჯალილაც შემოვიდა, დინჯად ჩაჰკეტა კარები და დინჯადვე სთქვა: – ჭიპი მოგიყვანე.
Then Jalil himself entered, solemnly locked the door, and just as solemnly said: "I’ve brought Chipi".
84275.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ფიცი რომ დასდე, ეხლა გააკეთე შენი საქმე.
You made an oath: now do the deed.
84276.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჭიპი! – დაიღმუვლა კვაჭმა და ორი ნახტომით ზედ მიადგა.
"Chipi", growled Kvachi, taking two leaps towards him.
84277.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭი! – დაიკნავლა ჭიპიმ და ვერხვის ფოთოლივით აცახცახდა.
"Kvachi", mewled Chipi, quivering like an aspen leaf.
84278.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე... მე დამნაშავე ვარ...
I’m… I did wrong…
84279.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მარა აფერი დამრჩა, ღმერთმანი, აფერი დამრჩა...
But I’ve got nothing left, I swear by God, I’ve got nothing left…
84280.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წამართვეს, ყოლიფერი წამართვეს.
They took it off me, they took everything off me.