მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ხანი გავიდა, ბესო და პავლოვიც მოსულიერდნენ და სამკურნალოდან გამოვიდნენ.
After a while Beso and Pavlov were their old selves and left the hospital.
84242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოთხივენი ადესაში ჩავიდნენ.
All four went to Odessa.
84243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
კვაჭმა უმალვე გაიხსენა შორეული წარსული, ჭაბუკობის ტკბილი დღეები, ორი უდარდელი წელიწადი, ჰოფშტეინი, რებეკა, ისაკა, სიდოროვი, მისი ქალიშვილი ვერა და ასობით იმდროინდელი ნაცნობი და მეგობარი.
Kvachi was immediately reminded of his distant past, the sweet days of his youth, two carefree years, Hofstein, Rebecca, Isaac, Sidorov, Sidorov’s daughter Vera, and a hundred other friends and people he then knew.
84244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მაგრამ მას ლაღობა არ ეტყობოდა.
But he was not carefree.
84245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მოკაკული და დაბნეული დადიოდა, დღიური სახარჯოც კი გამოელია.
He walked hunched and gloomy, having spent his day’s allowance.
84246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როდესაც კვაჭს უფულობით გული მისდიოდა, ბესო გვერდით მიუჯდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გაშალა.
Once, when he was distressed by his penury, Beso sat down next to him, took out a handkerchief, and spread it out.
84247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ოთახს, ბესოს და კვაჭსაც სინათლე დაედოთ.
The room, Beso and Kvachi suddenly felt illuminated.
84248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესოს ხელზე ბეღურას კვერცხის ოდენა სხივმოსილი ათიოდე ბრილიანტი ედო.
Beso was holding a radiant white diamond the size of a thrush’s egg.
84249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ეს ქვები რთული დღისთვის გადავარჩინე.
I’ve been saving these stones for a rainy day.
84250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
აიღე, გამოგვადგება – სთქვა ბესომ.
"Take them, they’ll come in handy", said Beso.
84251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ბესო! ჩემო ძვირფასო ბესო! – წამოიძახა კვაჭმა და მეგობარს გადაეხვია.
"Beso, my dear Beso"! exclaimed Kvachi, embracing his friend.
84252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
მე რომე კვაჭი არ ვყოფილიყავი, უეჭველად ბესოობას ვინატრებდი.
If I weren’t Kvachi, I’d certainly want to be a Beso.
84253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
როდესაც დამშვიდდა, იქაურ თეთრ სარდალს ეწვია და ბაასი გაუბა.
Then, when he’d quietened down, he went to see the local White general and had a talk with him.
84254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
წითლები ჩვენი საერთო მტრები არიან.
The Reds are our common enemy.
84255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
დღეს თქვენ დაგჯაბნიან, ხვალ საქართველოს ჯერიც დადგება.
Today they’re at your throat, tomorrow it will be Georgia’s turn.
84256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ჩვენ ბუნებრივი მოკავშირენი ვართ – მართალია – დაუდასტურა „მოკავშირემ“.
"We are natural allies", "True", agreed the ally.
84257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
თქვენ სალდათები, აფიცრები, ნავთი, ბენზინი და ათასი რამე გჭირდებათ, ჩვენ კი, ფქვილი და სურსათი გვინდა, მაშასადამე...
"You need soldiers, officers, oil, petrol, and thousands of other things, we want flour and food, so"…
84258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
იმ სარდალმა ორ დღეში კვაჭის ვინაობა გაიგო და მესამე დღეს მოურიგდა.
In two days the general got Kvachi’s measure and the next day came to terms with him.
84259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
სანამ ბესო კარგად მოკეთდებოდა, კვაჭი დღე და ღამეს გარეთ ატარებდა, თავისუფლად სუნთქავდა, რესტორანებში ისვენებდა, ყავახანებში ითენთებოდა და ძველ ნაცნობთა ამბებს აგროვებდა.
While Beso was recovering, Kvachi spent a day and a night out of doors, breathing freely, relaxing in restaurants, spending all night in cafés, gathering news of old friends.
84260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეექვსე
ინსპექტორი ჰოფშტეინი ისევ ინსპექტორობდა, კაპიტანი სიდოროვი კაპიტნობდა, ხოლო მისი ქალიშვილი ვერა... ოჰ, რა ძნელი ყოფილა ძველი ჭრილობის გაღიზიანება!
Inspector Hofstein was still in his old job, Captain Sidorov was still a captain, and his daughter Vera … Ah, it was too painful to reopen old wounds.