მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84361.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ზამთარი ყოფილა, ჩვენ ქალაქში და ციხეში ვისხედით, ისინი კი ტყეში და მთაში ყოფილან.
"It was winter, we were in the town and the fort; they were in the forest on the mountain".
84362.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენი გამოცდილი ჯარი თურმე სახლში დაბრუნებულა.
"Our battle-hardened army just went home".
84363.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ერთი სიტყვით, ჩვენი დამოუკიდებლობა შერცხვენით დაიწყო.
"Anyway, our independence began in disgrace".
84364.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქობულეთს რომ გამოსცდნენ, კვაჭიმ ბესოს კვლავ დაუძახა.
When they passed Kobuleti, Kvachi called out to Beso again.
84365.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რაც უფრო ღრმად შედიოდა მატარებელი საქართველოს გულში, კვაჭისაც მღელვარება და მოუსვენრობა ემატებოდა.
The deeper the train penetrated into Georgia, the greater became Kvachi's excitement and restlessness.
84366.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბესო! ისე მიცემს გული, თითქო დიდი ხნის უნახავ საყვარელთან მივდიოდე.
"Beso! My heart's beating as if I were going to see a mistress I hadn't seen for ages".
84367.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამტრედიაში ჩამოხტა, ათიოდე წუთში სადგური მოირბინა და ათიოდე ძველ ნაცნობს წააწყდა. ყველას გადაეხვია და ყველანი მოიკითხა.
He leapt off the train in Samtredia, ran round the station for ten minutes, and found a dozen old friends, embraced them all, greeting them.
84368.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე? აი, დავბრუნდი, სამუდამოდ დავბრუნდი.
"Me? Well, you see I'm back, back for good".
84369.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, მშვიდობით! მშვიდობით! - და მიმავალ ვაგონს შეახტა.
"Well, goodbye for now! Goodbye!" and he leapt onto the moving train.
84370.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენი პაწია ქუთაისი! თურმე დაცალიერდა საწყალი!
"Our little Kutaisi! The poor place seems empty!"
84371.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თურმე ისინიც გაკოტრდნენ, რადგან ურიებს და რაჭველებს ქეიფი და სიმღერა არ უყვართ.
"They seem to have gone broke too: Jews and Rachians don't like partying and singing".
84372.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჭამა-სმაც დაავიწყდა კვაჭის.
Kvachi had even forgotten to eat and drink.
84373.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ ვაგონში არავინ დარჩა, რომ კვაჭის არ გაეცნო და ახალი და ძველი ამბები არ გამოეკითხნა.
There was nobody in the carriage that Kvachi hadn't got to know and asked for news, new and old.
84374.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რასაც მოსკოვის გაზეთები წერდნენ საქართველოს შესახებ, თურმე მთლად ტყუილი ყოფილა.
If the Moscow papers wrote anything about Georgia, it seems to have been all lies.
84375.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი დიდხანს სდუმდა.
Kvachi was silent for a while.
84376.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ისე მოვწყდი სამშობლოს.
"I was so cut off from my motherland".
84377.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არაფერი მწამდა ჩემი ქვეყნის: არც მისი კულტურა, არც მისი ენა, არც მისი მომავალი.
"I had no faith in my country, in its culture, its language, or its future".
84378.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მარა აწი რაცხა შეიცვალა ჩემს გულში და თავში.
"But something has changed in my heart and my head".
84379.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მარტო ეგ არ უნდა იყოს მიზეზი. ოქტომბერი ვეღარ ვიცანი.
"That can't be the only reason. I can't recognize October any more".
84380.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მან ჩემი მოლოდინი არ გაამართლა, მან უღალატა ჩემს იმედებს, ამიტომ მეც ვუღალატე მას.
"It wasn't what I expected, it betrayed my hopes, so I betrayed it".