მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აწი რუსეთში მეფობს წყვდიადი, შიმშილი, სიცივე და ათნაირი ჭირი.
"Now Russia is plunged in darkness, there's famine, freezing cold, and all sorts of epidemics".
84382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ცალი ფეხი სამარეში უდგას. ამიტომ ჩამოშორდა პაწია საქართველო დიდ რუსეთს.
"It has one foot in the grave. So little Georgia has parted from great Russia".
84383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარდა ამისა, ჩვენმა ხალხმა, როგორც ეტყობა, გამოიჩინა სიცოცხლის უნარი, თავდაჭერილი ზომიერება, გონიერი სიფხიზლე და წყურვილი საკუთარ ფეხზე დგომისა.
"In any case, our people obviously know how to live, they have a sense of moderation, they're sober-minded, and they long to stand on their own feet".
84384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამან მე იმის რწმენა ჩამინერგა გულში, რომე საქართველო ცალ ფეხზე სიარულს მაინც შეძლებს.
"They instil faith in me that Georgia can walk on its own, even if on one leg".
84385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– და დაუმტკიცებს მთელ ქვეყანას, რომე ჩვენც ღირსნი ვყოფილვართ სიცოცხლის და არსებობისა.
"And it will prove to the world that we deserve to live and exist".
84386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მალე წითელი დათვი ამოცოცდება კავკასიონის ქედზე.
The red bear will soon be clambering up the Caucasus.
84387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა უნდა ვქნათ მაშინ ჩვენ?
What are we to do then?
84388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენი ბებერი მცხეთა, დანგრეული, დაობებული და ჟამის ხავსით შეჭმული.
"Our old capital Mtskheta, crumbling, decrepit, and moss-eaten over the centuries".
84389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ყორანაშვილი ამბობდა, რომ იგი რომზე ხუთასი წლით უფრო ხნიერიაო.
"Qoranashvili used to say that it was five hundred years older than Rome".
84390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– უნდა დევიწყო ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის შესწავლა.
"I need to begin studying Georgian language, literature, and history".
84391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უკვე დაღამდა.
Night was falling.
84392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ რომ შორიდან ტფილისის შუქს მოჰკრა თვალი, უარესად აღელდა და აიშალა.
From afar Kvachi could spot the lights of Tbilisi, he became even more worked up and excited.
84393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არსად და არასოდეს არ უგრძვნია მას ასეთი იდუმალი გულის ღელვა და სულის შფოთვა.
Nowhere and never had he felt such a mysterious stirring in his heart and unrest in his soul.
84394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სადგურის ბაქანი გახარებულ ბავშვივით გაირბინა, ეტლში ჩაჯდა და მეეტლეს უთხრა: – სოლოლაკში! ნაბიჯით იარე.
He ran along the station platform like an ecstatic child. Getting into the cab, he told the driver: "To Sololaki! At a walking pace".
84395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რუსეთის მკვდარი ქალაქების შემდეგ დედაქალაქი კვაჭის პარიზად მოეჩვენა.
After Russia's dead cities, to Kvachi the capital seemed like Paris.
84396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უხვი შუქით მოფენილი ქუჩები ხალხით არის გატენილი, ისმის მხიარული ლაყბობა და ჟრიამული.
The generously lit streets were packed with people, joyfully gossiping and shrieking.
84397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაიარეს კუკიის გრძელი ქუჩები, ვერის ხიდი, აღმართი და გავიდნენ რუსთაველის ფართე ხეივანზე.
They passed through the long streets of Kukia, crossed Vera bridge, and climbed the road leading to the broad Rustaveli Avenue.
84398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ვეღარ ისვენებს.
Kvachi couldn't settle down.
84399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ათიოდე წუთის შემდეგ კვაჭი საკუთარ სახლში დაფეთებულივით შევარდა და კინაღამ დაახჩო სიხარულით აკივებული მშობლები.
Ten minutes or so later, Kvachi rushed like a man demented into his own house and his joyful embraces nearly suffocated his parents.
84400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ტიროდნენ, ხან იცინოდნენ, ხან გზადაბნეულივით დაბორიალებდნენ.
They shrieked and wept or laughed or rushed about aimlessly.