მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84401.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს კვაჭიმ მინისტრებს და ხელისუფლებს ჩამოუარა.
The next day Kvachi did the rounds of ministers and others in authority.
84402.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გთხოვთ მიცნობდეთ: კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავართ, ეს არის ეხლა დავბრუნდი წითელ ჯოჯოხეთიდან.
Let me introduce myself: "Kvachi Kvachantiradze, I've just returned from the Red hell".
84403.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი სახელის ქუხილი შორეულ ჩრდილოეთიდან თურმე საქართველოშიც ისმოდა.
It seemed that even Georgia had heard the loud sound of his reputation from the far north.
84404.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს ქუხილი ვერცხლის ხმებით იყო შეზავებული.
The loudness was now enhanced by silvery voices.
84405.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როგორც მზის შუქები დიდ მანძილზე ნელდებიან და იკარგებიან, კვაჭის სახელიც, შორეულ რუსეთში ოდნავ შეგლესილი და შეთხუპნული, საქართველოში უკვე პირმობანილი და გაკრიალებული ჩამოსულიყო.
Just as the sun's rays at a distance lose their burning power, so Kvachi's reputation, somewhat stained and sullied in distant Russia, was nicely washed and sparkling clean by the time it got to Georgia.
84406.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სანამ კვაჭი დედ-მამის ალერსით დნებოდა და ხელისუფლებას თავის თავს აცნობდა, ჭკუამარჯვე შიქია ქალაქში დაძვრებოდა და კვაჭი კვაჭანტირაძის სახელს ენიდან არ იშორებდა.
While Kvachi enjoyed the parental affection and made himself known to the authorities, the highly intelligent Shikia was mobile in the city and made sure never to stop mentioning the name of Kvachantiradze.
84407.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის ჩამოსვლის ამბავიც ელვასავით მოედო თბილისს.
The news of Kvachi's return went round Tbilisi like a flash of lightning.
84408.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ახალი ამბავი გაიგე? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქუჩებსა, კლუბებსა, თეატრებსა და რესტორანებში.
"Have you heard the news?" people asked each other in the street, the clubs, theaters, and restaurants.
84409.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თურმე ევროპის ბანკებში ორმოცი მილიონი ნაღდი ფული დაუგროვებია.
"They say he has forty million cash in Europe's banks".
84410.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დამიჯერეთ, ეს ამბავი უეჭვო წყაროდან გავიგე.
"Believe me, I have this from an unimpeachable source".
84411.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე ჯგუფშიც დაახლოვებით იგივე განიმეორეს და კვაჭის წარსული მოიგონეს.
Something similar did the rounds of a second group who recalled Kvachi's past.
84412.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ათი წლის წინათ კვაჭიმ გადაარჩინა რუსეთი დღევანდელ ბედისგან.
"Ten years ago Kvachi saved Russia from the predicament it's in today".
84413.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ლონდონის და პარიზის ბირჟები ერთ კვირაში ყირამალა გადაატრიალა.
"In one week he crashed both the London and Paris stock exchanges".
84414.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამერიკამ რამდენჯერმე გამოუგზავნა რუსეთს იარაღით დატვირთული გემები, მაგრამ გერმანელებმა ყველა გემები ჩასძირეს.
"America sent Russia several ships loaded with arms, but the Germans sank the lot".
84415.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბოლოს, კვაჭანტირაძემ იკისრა ეს საქმე და ორმოცი გემი უვნებლად ჩამოიყვანა.
"Kvachantiradze took over the job and brought forty ships in undamaged".
84416.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კვაჭის ბრაზი მოუვიდა და ისე წაიყვანა საქმე, რომ მოსკოვის მთავრობა კინაღამ ერთ კვირაში დაღუპა.
"Kvachi was furious and arranged things so that the Moscow government was ruined in just over a week".
84417.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გაუგეს, მაგრამ მაგანაც გაიგო და გამოიქცა. თურმე თან ხუთასი შეიარაღებული გამოჰყვა.
"They saw what he was up to, but he found out first and fled. They say he took five hundred armed men with him".
84418.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სამჯერ, თუ ხუთჯერ წაართვა წითლებს კიევი, ხარკოვი და როსტოვი.
"Three or five times he took Kiev, Kharkov, and Rostov from the Reds".
84419.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მოსკოვზედაც მიდიოდა, მაგრამ დენიკინს ვერ მოურიგდა.
"He was marching on Moscow, but couldn't get Denikin to agree".
84420.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დენიკინი მონარქისტი იყო, კვაჭანტირაძე კი პირსუფთა რესპუბლიკელი ყოფილა.
"Denikin was a monarchist, and Kvachantiradze an outright republican".