მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ ჩამოიტანს ევროპიდან ათასნაირ საქონელს, რომელიც კავკასიონს სჭირდება? რა თქმა უნდა, კვაჭანტირაძე.
Who would import from Europe thousands of goods which the Caucasus needed? Kvachantiradze, of course.
84462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ გაამაგრებს ჩვენს ფულს, რომელსაც დღითი-დღე ფასი ეკარგება? ისევ კვაჭანტირაძე.
Who would back our currency, which was depreciating with every day? Kvachantiradze, again.
84463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ გაიტანს კავკასიონიდან ხუთ წელიწადში დაგროვილ ნავთს, შავ ქვას, მატყლს, ბამბას, თამბაქოს, აბრეშუმის პარკს, ხე-ტყეს, ღვინოს და უამრავ სხვა საქონელს? კვაჭი, კვაჭი და მხოლოდ კვაჭი.
Who would export from the Caucasus all the oil, coal, wool, cotton, tobacco, silk cocoons, timber, wine, and countless other things that had been piling up over five years? Kvachi, Kvachi, only Kvachi.
84464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ევროპასა და ამერიკაში ქალაქი არ არის, რომ იქაური ბანკირები, ვაჭრები და მრეწველნი კვაჭის არ იცნობდნენ და ძმასავით არ ენდობოდნენ.
There wasn't a country in Europe or America whose bankers, businessmen, and industrialists didn't know Kvachi and trust him like a brother.
84465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ ყველაფერი იცის! კვაჭი ყველაფერს მოახერხებს! კვაჭის ყველაფერი შეუძლიან!
Kvachi knew everything. Kvachi could sort everything out. For Kvachi everything was possible.
84466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი სოლოლაკის უბანში ცხოვრობს, საკუთარ სახლში, მეორე სართულში.
In the suburb of Sololaki Kvachi was living on the second floor of his own house.
84467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ მოერიდებით, მიდით და მიუტანეთ თქვენი ნდობა, ფული და საქონელი.
No need to be shy, go and take him your wishes, money, and property.
84468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ჯადოქარია. ერთ მანეთს ერთ თუმანს ასარგებლებს.
Kvachi is a magician. He can turn one rouble into ten.
84469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მიდით! ნუ მოერიდებით! მიდით! მიბრძანდით! და კვაჭის კარღია სახლში ყოველ დღე მიდიან და მიდიან.
Go on! Don't be shy! Go on. Please do. People kept coming every day to Kvachi's, where the door never closed.
84470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თვითონ კვაჭი საქმეზე ცოტას ლაპარაკობს, ისიც ბურუსით და ბინდ ბუნდად.
Kvachi himself didn't discuss business much, and that little was vague and imprecise.
84471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი საქართველოში ახალი კაცია. მან აქაურ ეკონომიკაზე ბევრი არაფერი იცის.
Kvachi was new to Georgia. He didn't know a lot about the local economy.
84472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ის კი მტკიცედ იცის, რომ უცოდინარობის გამჟღავნება არ შეიძლება.
But what he did know was that you mustn't reveal your ignorance.
84473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საქონლის პატრონს ის ჰპირდება საქონლის გაყიდვას უმაღლეს ფასად, ფულის პატრონს – უუდიდეს მოგებას.
He promised property owners to sell their property at the highest price, and people with money were promised the highest returns.
84474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საჭიროა მხოლოდ სავაჭრო და საბანკო სააქციო საზოგადოების დაარსება და ფულის შეტანა.
All you needed to do is set up a joint stock trading and banking company, and invest money.
84475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დანარჩენს კვაჭის მდივნები ეტყვიან და ყოველგვარ ცნობასაც მისცემენ.
Kvachi's secretaries would tell you the rest and give you every information.
84476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამისთვის დაიქირავა კვაჭიმ სამი ახალი მდივანი – სომეხი, თათარი და ქართველი.
For this purpose Kvachi took on three new secretaries – an Armenian, an Azeri, and a Georgian.
84477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, როგორც იყო, ის ნადირიც მოვიდა, რომელსაც კვაჭი მოელოდა.
Finally, the big game that Kvachi had been waiting for came along.
84478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ მას ერთი ინგლისელი ეწვია – პირწითური ჯონ რაულინსონი.
An Englishman, a red-faced John Rawlinson, came to see him.
84479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ და ჯონმა ერთ საათში გაათავეს საქმე.
In one hour Kvachi and John did a deal.
84480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ფული და საზოგადო ხელმძღვანელობა ჯონისა იქნება, ხოლო ნდობა, ქსელი, ტეხნიკა და აპარატი – კვაჭანტირაძისა.
The money and the general management would be John's, the goodwill, network, technology, and equipment would be Kvachi's.