მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84481.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არც კვაჭის და არც ჯონს საქმის გაჭიანურება არ უყვართ.
Neither Kvachi nor John liked delays.
84482.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამის შემდეგ ორი კვირა არც კი გავიდა, რომ თავისუფლების მოედანზე ერთი სახლის ზემო სართული ოქროს ადლიან წარწერებით დამშვენდა.
It was less than two weeks before the first floor of a building on Freedom Square was adorned by yard-high letters in gold.
84483.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სიბუნიონ ლიმიტედ კომპანი,“ ხოლო ქვემო სართულში „ინგლის-კავკასიონის“ ბანკი გაიხსნა.
"Sibunion Limited Company", and the "English-Caucasian Bank" was opened on the ground floor.
84484.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოკლე ხანში კავკასიონი „სიბუნიონი“-თ მოიფინა და საქმეც ადუღდა.
In a very short time the Caucasus had branches of "Sibunion" and business was booming.
84485.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სიბუნიონი“ ნაღდზე არ ჰყიდულობს საქონელს.
"Sibunion" didn't buy property for cash;
84486.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მიეცით მას ნისიად თქვენი მატყლი და ბამბა, თამბაქო და ნავთი, ღვინო და პარკი!
You gave it on credit your wool and cotton, tobacco and oil, wine and cocoons.
84487.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სიბუნიონი“ გენდობათ თქვენ.
"Sibunion" trusted you.
84488.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ის გაიტანს თქვენს საქონელს ევროპაში, გაჰყიდის და მერე... ანგარიშს მერე გაგისწორებთ.
It would export your goods to Europe, sell them, and then … settle up with you.
84489.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საქონლის დატვირთვას ძლივს ასწრებენ.
They could hardly keep up with all the goods to be loaded.
84490.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საწყობები გატენილია: ასიოდე მოსამსახურე ფიცხად მუშაობს.
The warehouses were packed; a hundred or so employees worked at a feverish pace.
84491.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯონ რაულინსონი ტფილისიდან ბაქომდის და ბაქოდან ლონდონამდის დაჰქრის.
John Rawlinson rushed to and from Baku and thence to London.
84492.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაზეთებში ყოველდღე იბეჭდება: „კვაჭანტირაძემ გაიტანა ოცი ათასი ფუთი მატყლი... გაჰყიდა სამოცი ათასი ფუთი თამბაქო...“
Every day the papers printed: "Kvachantiradze has exported twenty thousand bales of wool … has bought sixty thousand bales of tobacco …"
84493.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მოიტანა ასი ათასი ფუთი ფქვილი... იკისრა განაღდება სახელმწიფო ქონებისა...“
"He has imported a hundred thousand bags of flour … has contracted to sell state property …"
84494.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„შესწირა ასი გირვანქა სტერლინგი... წავიდა... მოვიდა... სთქვა... აზრი გამოთქვა... მიიღო... ეწვია... ზეიმი გამართა...“
"He has donated a hundred pounds sterling … has gone … has come … said … expressed the opinion … has received … has gone to see … has held a meeting …"
84495.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
განკურნებული და თეთრი მანდატით აღჭურვილი პავლოვი მალე ტფილისში ჩამოვიდა და მუშაობა გააჩაღა.
Pavlov, now well and armed with a mandate from the Whites, soon arrived in Tbilisi and speeded up work.
84496.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ თვისი დაპირება პირნათლად შეასრულა.
Kvachi fulfilled his promise conscientiously.
84497.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მან მხოლოდ ათხოვა პავლოვს თვისი დახმარება, ნდობა, გავლენა და აპარატი.
All he did was endow Pavlov with help, trust, influence, and equipment.
84498.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„სიბუნიონი“ მხოლოდ ვაჭრობს და კომერციულ დავალებას ასრულებს.
"Sibunion" merely traded and carried out commercial contracts.
84499.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ის ჰგზავნის ყირიმისკენ აფიცრებს, ნავთს, ბენზინს, ზეთს, ტანისამოსს და ასნაირ წვრილმანს და მსხვილმანს.
It sent the Crimea officers oil, petrol, olive oil, clothes, and all sorts of goods, big and small.
84500.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ეპიტნავება კვაჭის, რომ ეს მასალა თეთრ ჯარს მისდის! რა მისი საქმეა პოლიტიკა!
What did Kvachi care if this all went to the White army? Politics was not his business.