მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არც ეგ გინდა? ძველი ცოდვების გახსენებისა გეშინიან?
You don't want that, either? Are you afraid your past sins will be exposed?
84522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აბა, ეგ რა საფიქრებელია? ვინ არის ეხლა უცოდველი?
Is that worth a thought? Who is today without sin?
84523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვის ჰკიდია ზურგზე შენზე სუფთა წარსული? მაშ დააჩქარე, აირჩიე, თორემ...
Who is saddled with a past that's cleaner than yours? So get a move on, make your decision, or …
84524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თეთრები ვუის მოგვიტანენ, წითლები ვაის შეგვყრიან.
"The Whites will bring us trouble, the Reds will be just as bad".
84525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს არის შენი გადაწყვეტილება?
Is that your decision?
84526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ რა გინდა?
Well, what do you want?
84527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვისთან აპირებ თავის შეხიზნებას? ალბიონთან?
Who are you going to run to for shelter? The British?
84528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც აქეთ, არც იქით. მე განზე ვდგევარ და არავის ვერჩი, რც ვშველი.
"Neither one, nor the other. I'm standing aside, I shan't harm or help anyone".
84529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც ვემტერები. არც აქეთ, არც იქით...
"I'm nobody's enemy, neither here nor there".
84530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი, რა დაგემართა? რამ დაგიხშო სახელგანთქმული ყნოსვა? ვინ მოგიკლა უტყუარი ალღო?
Kvachi, what's wrong with you? What's dulled your famous intuition? Who's killed your unerring instincts?
84531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ, ან რომელმა საბედისწერო მაჯლაჯუნამ დაგაჯერა, ვითომ არც შენ გერჩის ვინმე, თუ შენ თვითონ არავის ერჩოლე?!
Who or what fateful witch has convinced you that nobody's going to harm you if you don't harm anyone?
84532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ გაგაბრიყვა, ვინ დაგაწერინა შარაგზაზე, სადაც არხეინად გაწოლილხარ, ასეთი ბავშვური ტიკტიკი.
Who's deceived you? Who's made you write on the highway such childish babbling.
84533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„აქ სძინავს უიარაღო კრავს. გთხოვთ არ შეაწუხოთ. ამ გზაზე სიარული აკრძალულია. გადუხვიეთ.“
"Here sleeps a defenceless lamb. Please don't bother it. Private road: no passage".
84534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე, რომ არ გადუხვიონ?
Suppose people don't bypass you?
84535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხელი რომ წაგკრას ვინმემ ან თავზე რომ გადააბიჯოს და სახლში შემოგივარდეს?
Suppose someone lays hands on you or smashes your head in and breaks into your house?
84536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაიყვირებ, განა! აკივდები და საქვეყნოდ განგაშს ასტეხავ, განა!
You'll be amazed, I bet. You'll yell and raise the alarm, I expect.
84537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე ვინ მოგეშველება? დემოკრატია? იმას რომ ერთი დამბაჩაც არა აქვს და ერთი ჯარისკაციც არა ჰყავს?
But who's going to help you? The democracies who don't have a single hand gun or a single soldier?
84538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ დემოკრატიულ ყვირილის და ყაყანის იმედი გაქვს? კეთილი და პატიოსანი.
Are you relying on democratic yells and cackling? All very well.
84539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ აქამდის როგორ ვერ გაიგე, რომ თუნდ ათიოდე მილიონ ყანყრატოს ყვავებისა და კაჭკაჭების დაფრთხობის მეტი არაფერი შეუძლიან?!
But you still haven't grasped that even a dozen million windpipes can do nothing but scare the crows and magpies.
84540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ ვერაფერი მოიფიქრე? ვერ ჰბედავ თეთრ ან წითელ გზით სიარულს?
Haven't you managed to think of anything? You don't dare walk the White road or the Red road?