მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამაგიეროდ კვაჭის თეთრი ფქვილი და მრავალნაირი სურსათი მოაქვს.
In return, Kvachi imported white flour and all sorts of provisions.
84502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, კვაჭი აღარ ერევა პოლიტიკაში, თუმცა... ბოლოს და ბოლოს, მაინც ჩაითრიეს და გააბრიყვეს!
No, Kvachi no longer meddles in politics, although … in the end, he was dragged into it and cheated.
84503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა არც აქეთ, არც იქით.
Neither Here nor There.
84504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხარბი, უგუნური, ბრმა თეთრი ბუღა დენიკინი საქართველოსკენ მოტრიალდა და აფხაზეთში შემოიჭრა.
That greedy, mindless, blind bull Denikin turned his forces on Georgia and annexed Abkhazia.
84505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამავე დროს მოსკოვიდან წითელი ხმა ისმის.
At the same time the Reds called from Moscow.
84506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ქართველებო! მხარი მოგვეცით! შემოგვიერთდით! ერთად დავკრათ თეთრ გენერალს და შავ ზღვაში გადავაგდოთ! აბა, დაიწყეთ!.. დაჰკარით!..“
"Georgians! Support us! Join us! Let's strike the White general together and throw him back into the Black Sea. Come on, let's begin! Attack!"
84507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ჰქმნას კვაჭი კვაჭანტირაძემ! ვეღარ გაუძლო განზე დგომას, რადგან კვაჭიც ქართველია!
What was Kvachi Kvachantiradze to do? He could no longer stand aside, for he was a Georgian.
84508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიც საქართველოს ერთგული შვილია! მაშ – შეწევნითა ღვთისათა! – დაიმკლავე, კვაჭი! აინთე ღვთაებრივი გული მამულიშვილურ ცეცხლით!
He was a loyal son of Georgia! So, by God's grace, he had to roll up his sleeves, and his heart had to burn with patriotic fervor.
84509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოიგონე შენი ძლევამოსილი საქმენი საარაკონი დემირ-თეფეს ზეგანზე და რუსეთის თვალუწვდენ მინდორზე, კიევის მახლობლად.
He had to recall his heroic deeds on the fabulous plateau of Demir-Tepe and in Russia's boundless fields around Kiev.
84510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სადაც ამჟამად მარადიულ ძილით განისვენებენ შენი ერთგული მეგობრები!
Where his faithful friends now slept eternally.
84511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შეასრულე შენი ვალი სამშობლოს წინაშე, კვაჭი!
Kvachi had to do his duty by his motherland.
84512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმისთვის ჯერ ერთხელაც არ გაგისროლნია თოფი, ჯერ ერთი წვეთი სისხლიც არ დაგიღვრია და ერთხელაც არ შეგიძახნია შენი ყარამანისებურის ხმით.
He hadn't yet fired a rifle or shed a drop of blood for her, nor called with the voice of the hero Qaraman.
84513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მომყევით!.. მწყობრად!.. მარდად.... მიდი!.. დაჰკა!.. ასჩეხე!..
"Follow me! In line! Quick! Go on! Attack! Hack!"
84514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჩქარა, კვაჭი, ჩქარა! ჩქარა, თორემ მოდის თეთრი ტალღა! მოვა და წაჰლეკავს შენს „სიბუნიონსაც“ და სამშობლოსაც.
Be quick, Kvachi, quick. Before the White wave comes and washes away your "Sibunion" and your motherland.
84515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რომელიც, იდუმალ ძალთა წყალობით, მხოლოდ გუშინ გაიცანი, მოიწონე და შეიყვარე.
Which by some mysterious force you have only just come to know, like, and love.
84516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად ჩაფიქრდი? რად ჰყოყმანობ? ჩქარა, კვაჭი ჩქარა, თორემ...
What is there to ponder? Why dither? Quick, Kvachi, quick! or …
84517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად ჰქანაობ საქანელასავით? რამ შეგიკრა ეგ ხელ-ფეხი? რატომ არ გინდა წითლები დაიხმარო?
Why are you swinging like a pendulum? What's shackling you? Why don't you want to help the Reds?
84518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად გეშინიან მათი მეგობრულ ჩახუტებისა? ვითომ მართლა ძვლები დაგემტვრევა?
Why do you fear their friendly embrace? Will you really have your bones broken?
84519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ გვერდით ამოუდექი გაგიჟებულს თეთრ ბუღას, რომელიც გეძახის.
Well then, stand by their side against the mad White bull who is calling on you.
84520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაგიყოლებს და გაჩვენებს წითელ მოსკოვის ნამდვილ გაწითლებას, დამუქებას და გათეთრებას!
Who will take you with him and show you how to turn Red Moscow really red, then darken it, and make it white.