მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ დამიჯერეს, ძალიან კარგი იქნება ყველასთვის; თუ არა და – კისერიც მოუტეხიათ. მე ჩემს ვალს მოვიხდი.
"If they trust me, that will be very good for everyone; if they don't, to hell with them. I'll have done my duty".
84662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენი საქმე?
"How about our business?"
84663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამიერიდან საქმეც დაწვრილდება.
"From now on we diversify".
84664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მედუქნეობა მე არ შემიძლიან, დიდი საქმე კი მოისპო, ან ხვალ-ზეგ მოისპობა.
"I can't become an innkeeper, but big business is finished, or it will be in a day or two".
84665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რომ შეიძლებოდეს კიდევაც დიდი საქმის გაკეთება, ჯერ არ გავგიჟებულვარ, რომ წითლებს საქონელი დავუმზადო, ან ქარხნები ავუშენო.
"I'm not so crazy as to think anything big can be done again, so I won't get my property ready for the Reds or build them factories".
84666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ყველაფერს თვალ-მარგალიტად და ოქროდ გადავაქცევ.
"I'll convert everything into jewelry and gold".
84667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარსონ, სკამი! პატივი მეცით, ბატონო მინისტრო!..
"Garçon, a chair! Do me the honor, minister!"
84668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დაბრძანდით. ბიჭო! კიდევ ერთი ბოთლი შამპანური, კარგი ხილი და ყავა!
"Please sit down. Boy, another bottle of champagne, some good fruit, and coffee".
84669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– იქნება თქვენ შარტრეზი ან შიპრი გირჩევნიათ, ბატონო ჩემო?
"Perhaps you'd prefer Cointreau or Chypre, sir?"
84670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კეთილი ინებეთ. მაშ შიპრი მოგვართვით.
"Good, please have some. I'll get you some Chypre, then".
84671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენ იმაზე გვქონდა ბაასი, ბატონო მინისტრო, რომ... ინებეთ, ჩემო ბატონო, ინებეთ.
"We were saying, minister … have some more, sir, do".
84672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მშვენიერი სიგარა გახლავთ. საუცხოვო სუნი აქვს და არც მაგარია.
"This is a fine cigar. It has a wonderful smell, and it's not too strong".
84673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აი, მოუკიდეთ... არა, არა! ჯერ მოსჭერით.
"Here, have a light No, no! Cut it first".
84674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მიბოძეთ, მე მოვჭრი... აი, ესე. ეხლა მოუკიდეთ.
"Let me have it, I'll cut it … Right. Now light up".
84675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომ დღეს თქვენ გიხარიანთ, მე კი ეშმაკები მახჩობენ. მიზეზი? მოგახსენებთ.
"Yes, I was saying that today you're rejoicing, while I feel the devil's choking me. Why? I'll tell you".
84676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და დალაგებით, დინჯად და საბუთიანად მოახსენა.
And he did tell him, point by point, gravely, backing up his statements.
84677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როდესაც კვაჭიმ თვისი სათქმელი გაათავა, მინისტრმა ჯერ თვალები დააჭყიტა, მერე პირიდან სიგარა გამოიღო, შიპრით სავსე ჭიქა განზე გადასდგა.
When Kvachi finished, the minister screwed up his eyes and then removed the cigar from his mouth, set aside his glass, full of Chypre.
84678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და ისე შეხედა კვაჭანტირაძეს, როგორც სულთანის ტახტზე ბედის წყალობით ასულმა მეღორემ, რომელსაც უთხრეს: „დიდო სულთანო!“
And he looked at Kvachantiradze, as if the latter were a pig-keeper who had by chance come to the sultan’s throne to tell him, "Great Sultan".
84679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მეტად ჭკუიანად მოიქცევით, თუ მაგ ტახტიდან ჩამობრძანებას ინებებთ და სულთანობას მე დამითმობთ.“
"The wisest thing you can do is kindly vacate that throne and let me be sultan".
84680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ დღიდან კვაჭის მოსკოვის აგენტის სახელი დასჩემდა.
From then on Kvachi acquired the reputation of being an agent of Moscow.