მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ამას ჯერ ყურს არ ათხოვებდა და ამბობდა: სწორედ იმიტომ გირჩევთ ხელისუფლების დათმობას, რომ მოსკოვის რისხვა ავიცდინოთ.
Kvachi paid no heed at first, saying: "That's why I advise you to surrender power, so as not to incur Moscow's anger".
84682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოსკოველნი რომ ჩამოვიდნენ, მე იმავე დღეს უნდა გავიპარო საქართველოდან, რადგან უთვალავი ძველი ცოდვა მაწევს კისერზე.
"When the Muscovites come, I'll have to get out of Georgia, because I've got a record of crimes as long as your arm".
84683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი თითით საჩვენებელი გახდა, მაგრამ მისი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მორწმუნე მამულიშვილს ყველგან ერთსა და იმავეს ალაპარაკებდა.
Kvachi could only warn people, but his belief was so strong that it made this convinced patriot say the same thing everywhere.
84684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქუჩებში, ოჯახებში, მოედნებზე და ხელისუფლებთანაც.
In the streets, in private homes, on the square, and to the authorities.
84685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მორიგდით... ხელისუფლება დაუთმეთ... მშვიდობით გაათავეთ... ცეცხლს ნუ ეთამაშებით, თორემ დღეს ან ხვალ ომი იფეთქებს.
"Come to terms … surrender power … end it all peacefully … don't play with fire, or any day now war will break out".
84686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნუ გაქვთ დემოკრატიის იმედი. გაბრიყვებენ.
"Don't expect help from the democracies. They'll let you down".
84687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ისინი ისე მოგეშველებიან, როგორც მე მივეშველები ჰოტენტოტებს ან ინდო-ჩინელებს.
They'll be no more use than I'd be to the Hottentots or Indo-Chinese.
84688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დამიჯერეთ... გეფიცებით... ყური მიგდეთ.
Believe me … I swear … listen to me.
84689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ კვაჭის თითქმის არავინ დაუჯერა, და ვინც დაუჯერა იმასაც გასავალი არ ჰქონდა.
But almost nobody believed Kvachi, and those that did couldn't do anything about it.
84690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენჯერმე კვაჭი გააფრთხილეს კიდევაც: თუ არ გაჩუმდები, თუ ეგრე რიგად მოგწონს წითლები, პარტიიდან გაგაგდებთ და წითელ რუსეთში გადაგასახლებთო.
Several times Kvachi was warned that if he didn't shut up, if he liked the Reds that much, they'd expel him from the party and deport him to Red Russia.
84691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სხვა დროს კვაჭი გაჩუმებას და ქედის მოხრას არ იკადრებდა.
At any other time Kvachi would not have shut up or bowed his head.
84692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აკი არც იკადრა გაჩუმება და დამალვა, როცა მეფის მთავრობა ჩამოხჩობას უპირებდა და კერენსკიც ემუქრებოდა.
He didn't shut up and hide when the Tsar's government tried to hang him or when Kerensky threatened him.
84693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ აქ, საქართველოში, კვაჭი ჩიხში მოექცა.
But here in Georgia Kvachi found he was in a blind alley.
84694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გადასდგომოდა ხელისუფლებას და მოსკოვს მიჰკედლებოდა?
Could he resist the authorities and support Moscow?
84695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, ამას კვაჭი ვერ ჰბედავდა, რადგან ძველი ცოდვების შიშიც ჰქონდა და რაღაც იდუმალი ძალაც ხელ-ფეხს უკრავდა.
No, Kvachi dared not: fear of his past sins and some strange force were shackling him.
84696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის მშვიდობიანი ან შინაურული ცვლილება უნდოდა.
Kvachi wanted peaceful, gentle change.
84697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ, როცა დაატყო, რომ ორივე გზა უიმედო იყო, თავისს წითელ მეგობრებს უთხრა: – თქვენ მაინც დამიჯერეთ, ამხანაგებო.
But once it was obvious that such an outcome was impossible, he told his Red friends:"You at least should believe me, comrades".
84698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ დღეს არ შეიძლება შიგნიდან ციხის აფეთქება, ხვალ ან ზეგ ეს საქმე უფრო მეტად გაადვილდება, ვიდრე ამ ბოთლის დაცლა.
"If the fortress isn't to be blown up from inside, then any day now the job will be easier than emptying this bottle".
84699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, დააკვირდით ჩვენს ცხოვრებას. ხალხი დაიტანჯა უპატრონობით. აღარავინ იცის, არის თუ არა ჩვენში კანონი.
"Just take my life for example. People have suffered for want of leadership, nobody knows now whether we have rule of law or not".
84700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც ის იციან, ვისია ხელისუფლება, მთავრობისა, გვარდიისა, პარტიისა, ქალაქისა, ერობისა თუ ყაჩაღებისა.
"They don't even know who has power: the government, the national guard, the party, the city, the national movement, or the bandits".