მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ დღიდან პავლოვი კვაჭის დაუბრუნდა. კვაჭიმ პავლოვი ძმასავით მიიღო და გვერდით დაისახლა, რადგან მისი სიკეთე მუდამ ახსოვდა.
Pavlov then came back to Kvachi, who welcomed him like a brother and lodged him nearby, for he would never forget Pavlov's kindness.
84722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთ თვეში „სიბუნიონი“ და მისი ქონება თვალ-მარგალიტად გადიქცა.
It took a month to convert "Sibunion" and its property to jewelry.
84723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ სახლიც გაჰყიდა და მხოლოდ ბინა დაიტოვა.
Kvachi sold his house and kept just an apartment.
84724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სილიბისტრო და პუპი ბევრს წუწუნებდნენ და იხვეწებოდნენ, რადგან ტფილისის ბუდე მათი სიცოცხლის ნატვრა იყო.
Silibistro and Pupi complained and pleaded a lot, for all their lives they'd longed for a nest in Tbilisi.
84725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ კვაჭიმ ორივეს ადვილად დაუამა სევდა: – ხომ ხედავთ, რომ სახლების ფასი ყოველ დღე ქვეით მიდის.
But Kvachi easily consoled them for their loss: "You can see every day that house prices are dropping".
84726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარდა ამისა, ხვალ თუ ზეგ წითლები მოვლენ და სახლს წაგვართმევენ.
"Anyway, the Reds are about to come and they'll take the house off us".
84727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ არ მოვიდნენ, ამ ფულით აგერ იმ სახლს გიყიდით.
"If they don't come, I'll buy you the house back with the money we got for it".
84728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და კვაჭიმ ხრხრიანცის სასახლეზე მიუთითა, რომელიც სილიბისტროს გულში ჰქონდა ჩავარდნილი.
Kvachi pointed out Khrkhriants's palace, which Silibistro fancied.
84729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ როდისმე იმ სახლში შემიყვანე, – უპასუნა სილიბისტრომ: – გულხელს დევიკრეფ და ღიმილით მოვკვდები. აწი შენ იცი. გაყიდე.
"If you ever get me into that house," Silibistro replied, "I'll cross my arms over my chest and die smiling. You know best. Sell".
84730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა ამბავი კვაჭის ომიანობისა.
Kvachi at War.
84731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი გასაფრენად იყო გამზადებული, მაგრამ სწორედ ამ დროს ორი ამბავი გაიგო.
Kvachi was ready to flee when he learned of two events.
84732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხრხრიანცი თავის სასახლეს და ათი ათას ფუთს მატყლს ჩალის ფასად ჰყიდდა. კვაჭის ეშმაკები შეუჩნდნენ.
Khrkhriants was selling his palace and ten thousand bales of wool at rockbottom prices. Kvachi was like a man possessed.
84733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიდხანს იქნევდა ხელებს და დიდხანს ებრძოდა ცდუნების ეშმაკს, მაგრამ, ბოლოს, მაინც გაბრიყვდა.
For a long time he waved his arms about and fought the devil's temptations, but finally gave in.
84734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სთქვა: თუ თუშეთიდან მალე ჩამოვიტანე მატყლი და გავიტანე, ერთ-სამჯერ მაინც მოვიგებო, ხოლო სასახლე... ოჰ, ის სასახლე!
He said that if he got the wool down quickly from Tusheti and exported it, he'd make a threefold profit. As for the palace … oh, that palace!
84735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამსართულიანი კოხტა სასახლე, კარიატიდებით მორთული, ბრინჯაოს აივნიანი, მოწითალო სვეტებიანი და მარმაროს კიბიანი!
A lovely three-storey palace, with caryatids, bronze balconies, blush-red columns, and marble staircases.
84736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის არასოდეს უვლია სხვისი ჭკუით; მაგრამ მაშინ მაინც გაბრიყვდა.
Kvachi had never been guided by other people's opinions, but this time he fell for it.
84737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბესოს, პავლოვს, სილიბისტროს და პუპის დაუჯერა, ის სასახლე და მატყლი იყიდა და... ორივე ხელი დაიწვა.
He persuaded Beso, Pavlov, Silibistro, and Pupi, bought the palace and the wool and … burnt both his hands.
84738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი და მისი ოჯახი უკვე გადასახლდნენ იმ სასახლეში და ერთი ისეთი ნადიმი გამართეს სახლის მოსანათლად, რომ იგი ეხლაც კი ახსოვთ კვაჭის მეგობრებს.
When Kvachi and his family moved into the palace they held a house-warming banquet that Kvachi's friends still remember today.
84739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მატყლის მოსატანად სამი კაცი წავიდა თუშეთში.
Three men went off to Tusheti to fetch the wool.
84740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხრხრიანცმა კვაჭის ოქრო ჩაილაგა სკივრში და მეორე დღესვე დაოთხილი გაიქცა საქართველოდან. გავიდა ერთი კვირა.
Khrkhriants put Kvachi's gold in his box and left Georgia at a gallop the very next day. A week passed.