მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84701.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძლიერი მთავრობის, მშვიდობისა და კანონის ძებნაში დღეს თუ ხვალ ხალხი თვითონვე მოგადგებათ კარზე.
"Very soon the people themselves will knock on your door seeking a strong government, peace, and rule of law".
84702.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარწმუნებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება თქვენს საქმეს თქვენზე უკეთ აკეთებს.
"I assure you that today's authorities are doing your job better than you can".
84703.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნუ ხართ მოუთმენარნი, ნუ აჩქარდებით.
Don't be impatient, don't be in a hurry.
84704.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცოტა კიდევ მოითმინეთ და ყველაფერი თავის თავად გაკეთდება.
Just bear with things a little longer and it will all happen of its own accord.
84705.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– საქმე შიგნიდან გავაკეთოთ. სხვას ნუ დაეკიდებით, თორემ...
"Let's do the job from inside, don't try anything else, or …"
84706.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ასეთი იყო კვაჭანტირაძის გზა, რომელიც, იმის აზრით, სამოთხეში არ შედიოდა, მაგრამ სამშვიდობოს კი უეჭველად გავიდოდა.
Such was the Kvachantiradze path; in his opinion it did not lead to paradise, but it would certainly result in peace.
84707.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, ხელისუფლებსაც მოსწყინდათ კვაჭის ჭრელი კანი.
Finally the authorities were fed up with Kvachi's colorful outlook.
84708.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ, როცა კვაჭიმ გადააჭარბა წითლების ქება, ერთმა მეგობარმა გამოუცხადა:
Once, when Kvachi overdid his praise of the Reds, a friend told him:
84709.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– წუხელი შენზე ლაპარაკი იყო. პარტიიდან დაგითხოვეს.
"They've been talking about you: you’re expelled from the party".
84710.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი პარტიიდან დაითხოვეს? რა დიდი ამბავი მოხდა!
Kvachi expelled from the party? Big deal!
84711.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ათჯერ შემძვრალა პარტიაში და ათჯერვე გამომძვრალა.
Kvachi sneaked into the party ten times and sneaked out again ten times.
84712.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის ამით ვერ გააკვირვებთ.
This didn't bother him.
84713.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა ფეხებზე ჰკიდია კვაჭის პარტიობაც და მიმავალთა მეგობრობაც.
Kvachi didn't give a toss any more about the party or about friendship with those who were on the way out.
84714.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კისრებიც მოუტეხიათ!
They could go to hell.
84715.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ კვაჭის არც განზე გადგომა და ჰაერში ჩამოკიდება შეეძლო.
But Kvachi could no longer stand aside or sit on the fence.
84716.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამიტომ მან წითელი ძაფები გაამაგრა და პავლოვიც მოიგონა.
So he reinforced the threads binding him to the Reds and remembered Pavlov.
84717.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცალი ფეხი რომ წითლებში ჩასდგა, მეორე ფეხი ყირიმში გადაალაჯა და თვისი იმედის ნაწილი ვრანგელის ლაშქარზე გადიტანა.
He had one foot in the Red camp and the other in the Crimean White camp, and he had placed some of his hopes on Vrangel’s army.
84718.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ კვაჭის იმ ლაშქრისაც ბევრი არ სჯეროდა.
Not that Kvachi had any faith in that army.
84719.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენც ჩვენსავით განწირულნი ხართ, ჩემო მეგობარო... – უთხრა ერთხელ კვაჭიმ პავლოვს: – წითლები საცაა ზღვაში გადაგყრიან!
"You are as doomed as we are, friend …" Kvachi told Pavlov - "At any moment the Reds will throw you into the sea".
84720.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და, მართლაც, მალე ის ლაშქარიც განიბნა და ზღვაში გადავარდა.
True, the army was soon routed and driven into the sea.