მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენ ინგლისურ თოფებს ვერ ვხმარობთ.
We can't use these English rifles.
84782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რატომ აქამდის არ გვასწავლეთ ამ თოფების მოხმარება?
Why haven't we been instructed how to use them?
84783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენი ჰაეროპლანები ვერ აფრინდნენ, გარგოილი გაგვიფუჭესო!
"Our aeroplanes can't fly, they say the propellers are broken".
84784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– წითლებმა ყველა ჩვენი საიდუმლოება იციან! საიდან? როგორ? ვისგან?
"The Reds already know our secrets. How? Who told them?".
84785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დამშვიდდი, კვაჭი, დამშვიდდი! გვიანღაა ეხლა ყვირილი და თმების გლეჯა. შენ გიყვარს ჭკუიანი თქმულებანი.
Calm down, Kvachi, calm down. It's too late now to shriek and tear your hair. You like witty sayings.
84786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაიხსენე: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების“.
Remember: "Whatever is in the barrel will come pouring out".
84787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ან კიდევ: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ან კიდევ: „ურემი რომ გადაბრუნდება...“
Or: "Whatever happens to you, it's all your fault." Or: "When the cart overturns …"
84788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იცის კვაჭიმ ეს ანდაზები, იცის! მაგრამ იმისი ფიცხი გული მაინც ვერა სძლებს:
Kvachi knows these sayings. But his ardent heart still can't take it in.
84789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს მეტის მეტია! მეტის მეტია! ამოდენა სიყალბე! ამოდენა ტყუილი, ქვეყნის ასეთი გამასხარება!..
"This is too much, too much! Such betrayal! Such lies, fooling the country like this!"
84790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– საკუთარი თავის და ხალხის ასეთი უსირცხვილო მოტყუება!..
"Deceiving oneself and the people so brazenly!"
84791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჰოი, არამზადებო! სალახანებო! ფარისეველნო, ორგულნო და ორპირნო!
"Ugh, you scoundrels! Rogues! Pharisees! Treacherous and two-faced liars!"
84792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ, კვაჭი, ნუ გაცხარდი მაგრე რიგად! გაჩუმდი და გულიც დაიმშვიდე.
Kvachi, don't get so heated. Be quiet and calm yourself.
84793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოვა დრო განკითხვისა და ანგარიშის გასწორებისა.
A time will come for judgement and settling accounts.
84794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე მოსძებნე მოღალატენი და გააკარი სირცხვილის ბოძზე.
Then you can seek out the traitors and tie them to the pillar of shame.
84795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა კი... ხიფათი კარზე მოგადგა.
But now … you're in imminent danger.
84796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
წითელი დროშები უკვე შავნაბადას ძირში, კოჯრის თავზე და ვაზიანში აფრიალდნენ.
Red banners are already flying beneath Shavnabada, over Kojori, and in Vaziani.
84797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუღარ დაბორიალობ კუდ-აყრილ ბუღასავით ქალაქში.
Stop raging round the city like a bull with its tail up.
84798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაიბი ენა, აიღე თოფი, დაჰღუნე თავი და გასწი შენებურად ბრძოლის ველისკენ!
Hold your tongue, pick up a rifle, duck down, and head in your own way towards the battlefield.
84799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რაღად ჰყოყმანობ? რამ გაგარინდა?
Why are you dithering? What's paralyzing you?
84800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ აიკარი გუდა-ნაბადი და გადი სადგურზე!
Pick up your worldly goods and go to the station.