მოიძებნა 668045 ჩანაწერი
84961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შოფერები გიჟებივით დაჰქროდნენ, ქალაქს საყვირით აყრუებდნენ და დაყრუებულებს არხეინად სჭყლეტდნენ.
Chauffeurs sped around like madmen, deafening the city with their horns and carelessly squashing deafened pedestrians.
84962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ასიოდე სახლი ახალ კანცელარიებით გაიტენა, ტფილისი ახალ მოსულებით გაძღა და ყელამდის გაივსო.
About a hundred buildings were converted to house government offices. Tbilisi was so packed with newcomers that there was no more room.
84963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქალაქი უუზარმაზარს, აშლილ სკას დაემსგავსა, სადაც გაშლილი იყო უთავბოლო სუფრა.
The city was now like a gigantic, excited beehive, with an endless feast going on.
84964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხოლო ფუტკრები სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ კარგი ალაგები ეშოვნათ და მყუდროდ დამსხდარიყვნენ.
But the bees were preoccupied with finding the best place to feed and a comfortable seat.
84965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველგან ახალი ხალხი გაჩნდა.
New people appeared everywhere.
84966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სარდაფელნი ზევით მიცოცავდნენ, ხოლო ზემოურნი ქვეით ჩადიოდნენ.
People with cellars moved upstairs, and those upstairs moved down instead.
84967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რაც ქალაქში ლუქი მოიპოვებოდა, მაღაზიების, საწყობებისა და გაქცეულთა ბინების კარებებზე დაიხარჯა.
Any sealing wax that could be found in the city was used to seal shops, warehouses, and the apartments of those who had fled.
84968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გრავიორები დადნენ და დაილივნენ ახალ შტამპების და ბეჭდების გაკეთებით.
Engravers were busy making new stamps and seals.
84969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეკურტნენი, ცხენები და ხარ-კამეჩებიც დაიქანცნენ ბინებიდან ბინებში ავეჯეულობის ზიდვით.
Porters, horses, and oxen were worn out transporting furniture from one apartment to another.
84970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უთვალავი აღმწერი და გადამწერი საწყობებსა და მაღაზიებში დაფუსფუსებდნენ.
Countless people were busy taking stock and carrying out inventories in warehouses and shops.
84971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცხვირდაშვებულ და ცრემლმორეულ პატრონის თვალწინ იმის საქონელს სთვლიდნენ და იბარებდნენ.
They were counting up and confiscating goods in front of their downcast and tearful owners.
84972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიდი სახლები ქალაქის და მუშების ხელში გადადიოდნენ. აღრიცხვას დასასრული აღარა ჰქონდა.
Big houses were transferred to the city and the workers. There was no end now to the stocktaking.
84973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უამრავ ხალხს გაფაციცებით შეჰქონდა აღრიცხვის დავთრებში ქალაქში დაგროვილი ქაღალდი, წიგნები, მანქანები, ნავთი, შაქარი, ფქვილი, მავთული, რკინეულობა, ხელოსნები, ექიმები, ინჟენერები, ცხენები, ძროხები, ფრინველი და ათასი წვრილმანი და მსხვილმანი საქონელი, ნივთი, ოთხფენი და ორფეხი.
Innumerable people were busily entering the city's stocks of paper, books, motor cars, oil, sugar, flour, wire, ironmongery, craftsmen, doctors, engineers, horses, cows, poultry, and a thousand petty and large properties, inanimate and animate, four-and two-legged, into the inventory registers.
84974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ღვთის კრავივით გატვრინდა და გაინაბა.
Holding his breath, Kvachi was as quiet as a lamb.
84975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი სახელი, სახლი და ქონება თითქოს ყველას დაავიწყდა.
Everyone seemed to have forgotten his name, his house, and his property.
84976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„წითელ საქართველოს მეგობართა კავშირის“ პლაკატი ჯერ-ჯერობით სჭრიდა და კვაჭის ბინის კარებში მფარველ ანგელოზივით იდგა.
The placard of the "Union of Friends of Red Georgia" still worked and stood outside Kvachi's house like a guardian angel.
84977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ხორცი წითელ ჯარისთვის“ სილიბისტროს წყალობით და მხნეობით ისევ ხორცობდა.
"Meat for the Red Army", thanks to Silibistro's support, brought in the bacon.
84978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ერთხელ „ხორცის“ თავმჯდომარე კვაჭი ყაზარმაში დაიბარეს და მისი დაკლული საქონელი აჩვენეს.
But the chairman of "Meat", Kvachi, was summoned to the barracks and shown a carcass of his.
84979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს რა არის, ხარია თუ კამეჩი?
"What is this: ox or buffalo?"
84980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხარია, თუმცა...
"It's ox, though …"