მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85021.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი დატრიალდება, იჩივლებს, იყვირებს და თავისას გაიტანს!
He, Kvachi, would complain, make a fuss, and have his own way.
85022.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ძაღლის ხევში! ბნელ ორმოში, სადაც მხოლოდ ქათმები, ბატები, ცხენები, ძროხები და ღორები ბინადრობენ.
Dog's Gorge, where there's nothing but chickens, geese, horses, cows, and pigs.
85023.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს კიდევ არაფერი. კვაჭი იქიდან მეორე დღესვე ამოძვრება, მაგრამ ათასი თუმნის ავეჯი?
That's not the worst of it. Kvachi would move from there the next day, but ten thousand roubles' worth of furniture?
85024.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს რაღა ღვთის წყრომაა! ეს რაღა უბედურებაა! არა!
That's like the wrath of God, that's a real disaster! No!
85025.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ეხლავე იჩივლებს, იყვირებს, მთელ ქალაქს შესძრავს!
Kvachi would complain here and now, protest loudly, turn the whole city upside down.
85026.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბესო, შენ ჩიორაძესთან წადი და იქაურობა გადაატრიალე!
"Beso, go and see Chioradze and get things moving!"
85027.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სილიბისტრო, ხომ იცნობ ქუთაისელ მჟავაძეს?
"Silibistro, you know Mzhavadze from Kutaisi?"
85028.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, ეხლავე მოსძებნე და ძველი სიკეთე მოაგონე.
"Well, find out where he is and remind him he owes you a favor".
85029.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პუპი, შენ შირაძის ცოლი ძაბული ინახულე და აამუშავე.
"Pupi, you visit Shiradze's wife Dzabuli and work on her".
85030.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეც დავტრიალდები. აბა, ჩქარა! გაანძრიეთ ხელი!
I'll do the running round. Right, be quick! Get moving!
85031.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ იცოხნებით, თორემ ყველანი ქუჩაში დარჩებით!
Don't dawdle, or we'll all be out in the street.
85032.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საღამოზე ყველანი დაიმედებული დაბრუნდნენ.
That evening they all came home hopeful.
85033.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველამ მოიტანა თითო მრისხანე ბარათი, დაიმედება და დახმარების დაპირება.
Each one brought a fearsome note, inspiring hope, and promising assistance.
85034.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს კვაჭის ბინას ხელმეორედ მოადგნენ. – აბა, გამობრძანდით!
The next day Kvachi's apartment was besieged again. "Right, vacate the premises!"
85035.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვერ მოგართვით! აი, კომისარის წერილი!..
I can't let you! See, a commissar's letter …
85036.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, კომუნისტის ბარათი!.. აი, ბოლშევიკის ბრძანება!
Look, a Communist Party note! Look, a Bolshevik order!
85037.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვერ მოგართვით! კვაჭიმ გუშინვე გაიკეთა საქმე!
"I can't let you have it!" Kvachi had sorted the business the previous day.
85038.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აბა, თქვენ თვითონვე გაბრძანდით აქედან!
"So you vacate the premises, instead".
85039.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ის ბარათები და წერილები კვაჭის თავზე გადააფხრიწეს და ყველანი პანტა-პუნტით ქუჩაში გამორეკეს, თან მცირეოდენი ხაბაკ-ხუბაკიც მიაყოლეს.
They ripped these notes and letters to pieces over Kvachi's head, scattered the pieces of paper over the street, together with a small quantity of his worldly goods.
85040.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ის ხაბაკი საბარგო ავტოში ჩაჰყარეს და მიაძახეს: – აბა, ძაღლის ხევისკენ!
They put those possessions into a lorry and shouted: "Right, to Dog's Gorge".