მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85001.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მართლაც რომ ძაღლის ხევია! მერე, რამდენ ოთახს აძლევენ ცხრა სულს?
It deserves to be called Dog's Gorge! Well, how many rooms will nine persons get?
85002.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სამი ოთახი გეყოფათ. ეგეც ბევრია თქვენთვის.
Three rooms will do you. And that's more than you deserve.
85003.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გეყოთ, რაც ჩვენი სისხლი სწუწნეთ! ავეჯს ხელი არ ახლოთ, თორემ...
You've sucked enough of our blood as it is. Don't touch the furniture, or else …
85004.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს კი მეტისმეტია! სახლიც, ბინაც და მატყლიც!
This was unbearable! House, apartment, and wool, too.
85005.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბარემ ნიფხავიც გაეხადნათ კვაჭისთვის, ესღა აკლდა კვაჭანტირაძეს.
All that Kvachantiradze had left to lose was his underpants.
85006.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე ორი მანდატი მაქვს, კომისიებში ვმუშაობ.
"I have two mandates. I work in two commissions".
85007.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შეინახეთ ეგ მანდატები. მაგით თვალებს ვერ აგვიხვევთ!
"Keep your mandates. Don't try to pull the wool over our eyes with them".
85008.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთო ჩემო, ეს რა დრო დადგა! მანდატებსაც ძალა დაეკარგათ!
My God, what vile times. Even mandates have lost their power.
85009.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, ამას კი ვერ მოითმენს კვაჭი!
No, Kvachi won't put up with this.
85010.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოოჰ, ხრნრიანც! როგორი გვარიც გქონია, სულიც ასეთი გექნება!
Ugh, Khrkhriants: your name's as bad as your nature.
85011.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაიძვერავ! ჰარამზადავ! ჯიბგირო!
Cunning fox! Scoundrel! Pickpocket!
85012.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იქნება ეხლა კვაჭის ოფლით პარიზში ან სტამბოლში ქეიფობ? შხამად ის ფული, შხამად!
I expect you're feasting in Paris or Istanbul on what I sweated to earn. I hope the money kills you.
85013.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მართლა? ეს ბინა ხომ „წითელ საქართველოს მეგობართა კავშირს“ ეკუთვნის!
Really! The apartment belongs to the "Union of Friends of Red Georgia".
85014.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კინაღამ არ დაავიწყდა კვაჭიკოს ეს მსხვილმანი!
Kvachi had almost forgotten that detail.
85015.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და ბესოს ნაჯღაბნი დავთრები და ოქმები ფარივით აიფარა, თანაც დაუმატა.
He shielded himself with record books and documents concocted by Beso, and added.
85016.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე გამგეობის თავმჯდომარე გახლავართ.
"I am the chairman of the committee.
85017.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, სილიბისტრო კვაჭანტირაძე, აი, ბესარიონ შიქია. ესენი გამგეობის წევრები არიან.
Here's Silibistro Kvachantiradze, here's Besarion Shikia: they're committee members".
85018.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენ საბჭოთა მთავრობას განუზომელი სარგებლობა მოვუტანეთ.
"We have been of immeasurable use to the Soviet government".
85019.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთმა მუშამ კვაჭის შადრევანი დაუკეტა: – მომეცით ეგ ქაღალდები. იქ გასინჯავენ.
One of the workers cut off Kvachi in mid-flow: "Give me those papers. They'll be examined by the authorities".
85020.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს კი მართლა მეტის მეტი მოუვიდათ! კვაჭი ამას ვერ მოინელებს!
They'd really gone too far. Kvachi couldn't swallow that.