მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამის სანაცვლოდ ორ ასეთ ხალიჩას გიყიდით.
I'll buy you two just as good in exchange for it.
85062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ გიკვირთ, ეს ხალიჩა ჩემი.... ჩემი დანიშნულის სახსოვარია.
This rug is … a memento of my fiancée.
85063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამის მეტი იმ უბედურისგან არაფერი შემრჩა...
That's all I have left of her after the accident …
85064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნაადრევად მოკვდა საწყალი ამ ნოხზე. დიაღ, ამ ნოხზე მომიკვდა.
The poor girl died before her time on this carpet. Yes, she died on this carpet.
85065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩემი სათხოვარი ეს არის: ორი დღით დასტოვეთ ეს ნოხი ამ კედელზე.
"All I ask is for you to leave the carpet hanging on this wall for two days".
85066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ ხვალ ან ზეგ სწორედ ასეთი, ან ამაზე უკეთესი ნოხი არ მოგართვათ, ეს ნოხიც წაიღეთ, ეს ოთახიც და მეც შემარცხვინეთ.
"If I don't get you one that is as good or better by the day after tomorrow, then you can take the carpet, and bring shame on this room and on me".
85067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ ადვილია. მაშ ეს ხალიჩაც სიაში შევიტანოთ.
"That's easy. We'll put this carpet on the list".
85068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენ კი, ამხანაგო, - უთხრა მობუზულ პავლოვს: „ამ ოთახში დარჩით“.
"But you, comrade," the man turned to Pavlov, who was hunched in the corner, "stay in this room".
85069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, გავათავოთ! ეხლა აქედან გაბრძანდით და თქვენი ფალას-ფულასიც გაიტანეთ.
"Right, let's get it over with. Now get out, and take all your junk with you".
85070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და იმავე დღეს კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი ჯალაბ-ჯულაბი ისეთს მყრალ სოროში შეაგდეს, რომ პუპის გული წაუვიდა, ხოლო ნოტიო ისტერიულად აკივდა.
That same day Kvachi and his household found themselves in such a stinking hole that Pupi fainted and Notio shrieked hysterically.
85071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა ამბავი კვაჭის ერთგულ სამსახურისა და ქალბატონ ნეპის მოშველებისა.
Kvachi's Loyal Service and Rescue by Madame NEP.
85072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ მეორე დღესვე თავისი სასახლის მდგმურებს უკეთესი ხალიჩა მიუტანა, ხოლო კედლის ხალიჩა ისევ კედელზე დასტოვა.
The next day Kvachi brought the very best carpet for the tenants of his palace; he left the wall carpet where it was.
85073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უთხრას კვაჭიმ პავლოვს, რომ იმ ხალიჩის უკან, კედელში, რკინის სალაროა ჩატანილი? უთხრას, რომ იმ სალაროში ინახება კვაჭის განძი?
Should Kvachi tell Pavlov that an iron safe was installed behind the wall carpet, or that it contained Kvachi's treasure?
85074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, კვაჭი არაფერს ეტყვის. სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
No, Kvachi'd tell him nothing. You can't be too careful.
85075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის, იქნება პავლეს სულმა წასძლიოს! არა, არა!
Suppose Pavle found it irresistible? No, no.
85076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი ჯერჯერობით გაჩუმდება, ხოლო ხშირად ივლის ამ ოთახში და განძს უთვალთვალებს.
Kvachi will keep quiet for now, but visit the room to check on the treasure as often as possible.
85077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დარბის ბესო ბინების აგენტებთან. დარბის და კოხტა ბინის საქმეს კოხტად „აიმასქნებს.“
Beso runs round the estate agents and fixes the problem of finding a nice flat very neatly.
85078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი კბილებს აკრაჭუნებს, სილიბისტრო ბურტყუნებს, პუპი ცხარე ცრემლით იცრემლება, ხოლო ნოტიო შავი წყევლით იმუქრება.
Kvachi is gnashing his teeth, Silibistro is muttering, Pupi is weeping bitter tears, and Notio is uttering the blackest curses.
85079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბესო თავისთვის ადვილად იშოვნის ოთახს, მაგრამ კვაჭი...
Beso had no trouble finding himself a room, but Kvachi …
85080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი რომ მოსამსახურე იყოს, ყველაფერი თითქმის უფასოდ მიეცემა: ბინაც, წყალიც, შუქიც, კარტოფილიც, შაქარიც, პურიც და ძეხვიც.
If Kvachi were an official, he'd have almost everything - accommodation, water, electricity, potatoes, sugar, bread, and sausages - free of charge.