მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85121.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორიოდე საქმეს ახალი ოთხიოდე საქმე მოსდევდა, კვაჭი კი კვლავ იმეორებდა.
These two jobs were followed by four or five new ones, but Kvachi kept repeating.
85122.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ესეც გავათავოთა... ისიც გავაიმასქნათ... დავასრულოთ... გავაკეთოთ.
"Let's finish this one … Let's just fix this business … Let's see it through … Let's do it".
85123.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორი თვე ძლივს გაუძლო კვაჭიმ კომისრობას.
Kvachi lasted barely two months as a commissar.
85124.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ იმის საქმიანობას დაჰსუნეს, რაღაც სუნი აიღეს. და უთხრეს: – შემოკლდით!
Once they went sniffing round his activities, caught the scent of something, and told him: "Cut the staff".
85125.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ მეორე ადგილი იშოვნა – ხაზინასთან გადასახლდა. ძლივს გავიდა ერთი თვე.
Kvachi found another post, and moved to the treasury. That lasted only a month.
85126.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შეამცირეთ! კვაჭიმ ქარხნის დირექტორობას მოჰკიდა ხელი. – გააგდეთ!
"Reduce the staffing!" Kvachi tried factory management: "Fire him!"
85127.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი დიდ საწყობებს დააჯდა. – დაითხოვეთ!
Kvachi got a job in warehousing: "Dismiss him".
85128.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მსახურობს კვაჭი და კვირაში ერთ ან ორ უუზარმაზარ ანკეტს სწერს.
Kvachi kept looking for work, filling in one or two gigantic forms each week.
85129.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეკითხებიან! თქვენი მამის წინანდელი ხელობა?
He was asked: "Father's previous occupation?"
85130.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სოფლის მუშა. – სწერს კვაჭი.
Kvachi writes, "Farm laborer".
85131.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– წოდება? – გლეხი.
"Class?" – "Peasant".
85132.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენი რევოლუციური წარსული? – კვაჭი ერთ გვერდს ავსებს.
"Your revolutionary past?" Kvachi fills a whole page.
85133.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სად იყავით 1917 წ. თებერვალში?
"Where were you in February 1917?"
85134.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რევოლუციის შუაგულში.
"In the heart of the revolution".
85135.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ოქტომბერში?
"In October?"
85136.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პეტერბურგში, წითლების გვერდით.
"In Petersburg, on the side of the Reds".
85137.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რომელ პარტიაში მუშაობდით?
"In which party did you work?"
85138.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც ერთში, თუმცა ყველას ვეხმარებოდი.
"In none, but I helped everybody".
85139.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეხლა რომელ პარტიას ეკუთვნით? – არც ერთს.
"What party do you now belong to?" – "None".
85140.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რომელ პარტიას თანაუგრძნობთ?
"Which party do you sympathize with?"