მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85101.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორი თვალის ნაცვლად ოცი თვალი გამოიბა და ორი ყურის მაგივრად ათი წყვილი მიიბა.
He kept twenty, rather than two eyes, and ten pairs of ears, rather than one, open.
85102.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი ფხიზელი გონება საათივით მუშაობს.
His alert mind never stopped working.
85103.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მხოლოდ ზოგჯერ, როცა გაუფრთხილებელ ნადირს წყვდიადში მოასწრობს, ინდოელ მონადირესავით ისკუპებს.
Only occasionally, when he came across startled game in the dark, he would crouch like a Red Indian.
85104.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და იმ ნადირს ისე კოხტად გაჰყვლეფს, რომ ის ნადირი დაწრიპინებასაც ვერ მოასწრობს და მონადირის ხელსაც კი ვერ დაინახავს.
And he would have the game neatly skinned before it had managed even to squawk or see the hunter's hand.
85105.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ირგვლივ მხოლოდ წვრილფეხა ნადირი მოსჩანს.
But there was only small game to be had.
85106.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჭიჭყინაზე კვაჭი ხელს არ გაისვრის, ორაგული კი ძალიან იშვიათად ჰხვდება კვაჭის ბადეს.
Kvachi wouldn't bother with sprats, but salmon very seldom strayed into Kvachi's net.
85107.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ფრთხილად, ბესო, ფრთხილად! – ხშირად ეუბნება კვაჭი თავის მეგობარს.
"Careful, Beso, careful," Kvachi often told his friend.
85108.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რომელიც ყველაფერს ასწრობს: „ზავხოზობას,“ შუამავლობას და ათას წვრილმანსაც და მსხვილმანსაც.
Who was involved in everything: management, brokering, and a thousand big and small affairs.
85109.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„მეგობართა კავშირი“ აღარ არსებობს.
The "Union of Friends" had ceased to exist.
85110.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ მიიღო სათანადო დადგენილება, მაგრამ იმის სასახლეში არაფერი იციან.
Kvachi received a resolution to that effect, but they didn't know about this in Party headquarters.
85111.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პავლოვი კვლავ სდარაჯობს სოლოლაკში კავშირის ოთახს და კვაჭის განძს.
Pavlov was still guarding the Union's room with Kvachi's treasure in Sololaki.
85112.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ რამდენჯერმე მოინდომა მისი გადმოტანა, მაგრამ ვერ გაჰბედა.
Kvachi thought several times of moving it, but dared not do so.
85113.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სთქვა: ამ ხალხს კაცი არ გადურჩება გაუჩხრეკი. ერთხელ მეც მომიგონებენ და გამატიტვლებენ.
He said that those people were bound to search him, that he'd been identified and stripped naked before.
85114.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, ისევ იქ იდოს, იქ ვერავინ მიაგნებსო.
So it might as well stay there, where nobody would suspect it was.
85115.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დროგამოშვებით ფრთხილი ბესო ეუბნებოდა: – კვაჭი, უცხოეთში წევიდეთ, თორემ გაგვაბავენ სადმე.
Beso eventually suggested:"Kvachi, let's go abroad, or we'll be packed off somewhere".
85116.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეიცა, ნუ ჩქარობ. რუსეთში რომ ორიოდე გროში ვიშოვეთ, მაშინაც მეუბნებოდი, ჩქარა წავიდეთო.
"Wait, don't be too hasty. Whenever we got a few pennies together in Russia, you told me we had to get away fast".
85117.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ მე არ დაგიჯერე, ერთი წელიწადი კიდევ დავრჩი და არც წავაგე.
"But I didn't believe you. I stayed on another year, and I didn't lose anything".
85118.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როგორ არ წააგე, კვაჭი! ყოლიფერი გზაში წაგვართვეს.
"What do you mean, you didn't lose, Kvachi? They stripped us of everything on the railway".
85119.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ უბრალო შემთხვევაა. ის განძი, სოლოლაკში რომ გვაქვს, საცხოვრებლად გვეყოფა, მაგრამ ცხოვრებაც არის და ცხოვრებაც.
"That was just bad luck. The treasure we have in Sololaki will be enough for us to live on, but there are different ways of living".
85120.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ორიოდე საქმე გვაქვს დაწყებული. გავათავოთ და... მერე ვნახოთ.
"I've got a couple of jobs I've started. Let's finish them and … then let's see".