მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85161.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუ ერთ ოთახში შეიხედეს, მეორეში და მესამეშიც შეჰყოფენ თავს.
If they look into one room, they'll poke their noses into two or three others.
85162.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუ ტანთ გაგხადეს, პერანგსაც გაგაძრობენ და ისე გაგატიტვლებენ, რომ ერთი წერტილიც არ დაგრჩება დამალული.
If they undress you, they'll take off your shirt and strip you naked, so that not an inch of you will be hidden.
85163.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაანებე თავი წარსულს, კვაჭი! ნუ გაუღებ გულს.
Stay clear of the past, Kvachi. Don't open your heart to anyone.
85164.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ გაიხდი ტანისამოსს, ნუ მისძვრები ბედის ყულფში, თორემ იგი მეათეჯერ აღარ გამოგაძვრენს.
Don't undo your clothes, don't put your head in fate's noose, or on the tenth occasion it won't let you slip out.
85165.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კისერს ისე შემოგიჭერს, რომ შენი კვაჭობაც ვეღარ გიშველის. არა, არა! დაანებეთ თავი კვაჭის!
It will grip your neck so hard that your very best tricks will no longer help you. No, no! Leave Kvachi alone.
85166.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აღარ უნდა მას არც თქვენი სამსახური, არც თქვენი მადლობა, არც კომპარტიის კანდიდატობა და არც რევოლუციონერის სახელი.
He doesn't need to work for you, or to please you, or to be a candidate for Communist party membership, or to have a revolutionary reputation.
85167.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი მოკვდა, კვაჭი აღარ არსებობს!
Kvachi has died, he doesn't exist any more.
85168.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოსპეთ მისი საქმე! დახიეთ მისი განცხადებანი! ბუხარს შეუკეთეთ ეგ ქაღალდები!
Destroy his case. Tear up his declarations. Put the papers in the stove.
85169.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აი, ეგრე... სწორედ ეგრე... მადლობელი, დიდი მადლობელი.
That's right … like that … Thank you, thank you very much.
85170.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა სამუდამოდ დაივიწყეთ კვაჭის სახელი: მშვიდობით ბრძანდებოდეთ!
Now forget the name of Kvachi for ever. Goodbye!
85171.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გამარჯვება, ქალბატონო ნეპ! მშვიდობა შენი მოსვლა!
"Hail Madame NEP, New Economic Plan! Welcome!"
85172.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კურთხეულ იყოს შენი დაბადების დღე და მარჯვენა შენის მომგონისა!
"Blessed be the day of your birth and the right hand of whoever devised you".
85173.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძლივს არ განიბნა შავი წყვდიადი!
The black darkness is lifting.
85174.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ძლივს არ გამოიდარა და გამოანათა!
The weather is turning cloudless and sunny.
85175.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მობრძანდით, ქალბატონო ნეპ, მობრძანდით! გააღეთ მაღაზიები! დაამტვრიეთ დუქნების დარაბები!
"Come, Madame NEP, open the shops, smash the shutters off the inns".
85176.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დააარსეთ კლუბები, ისეირნეთ დილით დილამდის და იქეიფეთ საღამოთ საღამომდის!
"Start up clubs, relax every day and feast every evening!"
85177.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– და ატრიალეთ რულეტი, გაშალეთ ცხრა და ბანჩოკი! იყიდეთ!.. გაჰყიდეთ!.. წააგეთ... მოიგეთ... დალიეთ, სჭამეთ! იცოცხლეთ და სხვაც აცოცხლეთ!..
"Spin the roulette wheel, deal blackjack cards, buy, sell, lose, win, drink, eat, live and let live!"
85178.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კვაჭი კვაჭანტირაძე! მოგილოცავ აღდგომას!
"Kvachi Kvachantiradze! Congratulations on your resurrection".
85179.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დაგიბრუნდა წარსული დრო. კვლავ გაგეღო საკნის კარები.
"The past has come back for you, your cell doors have been opened".
85180.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, გადი და გაინავარდე!
So come on out and enjoy yourself.