მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85141.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტებს.
"Only the communists".
85142.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სწერს კვაჭი ერთგულების ანკეტებს და წერილებს, მაგრამ ისევ ასეთ პასუხს აძლევენ.
Kvachi filled in his loyalty questionnaires and wrote letters, but got the same response.
85143.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გააგდეთ!.. დაითხოვეთ!.. ახლოს აღარ მიიკაროთ!..
"Throw him out! Dismiss him! Don't touch him with a barge pole!"
85144.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რა ამბავია? რა მოხდა? რაშია საქმე?
What was going on? What had happened?
85145.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რას ჩააცივდით კვაჭი კვაჭანტირაძეს!
What was behind it all? Why had they got it in for Kvachi?
85146.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად დასდევთ მეძებარივით!
Why were they hounding him?
85147.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად ერეკებით ყველგან ჭირიან ძაღლივით?
Why was he being chased away everywhere like a dog with distemper?
85148.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თქვენს მეტს ამ ქვეყნად ცხოვრება აღარავის უნდა?
Were they the only people entitled to live in this world?
85149.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი თავადია? ტყუილია! აზნაურია? ჭორია!
Was Kvachi a prince? That was a lie. Was he gentry? Sheer rumor.
85150.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვის გაუგია კვაჭანტირაძის თავადობა ან აზნაურობა?
Who ever heard of a Kvachantiradze being a prince or a member of the gentry?
85151.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი გლეხია, ნამდვილი გლეხი!
Kvachi was a peasant, a real peasant.
85152.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აშორდია? ეგეც ჭორია!
Ashordia? That was rumor, too.
85153.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თქვენვე იანგარიშეთ, მაშინ კვაჭი ხუთი წლისაც არ იყო.
They ought to work out that Kvachi was not even five years old at the time.
85154.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეფის ნაბოძევი თავადობა? არც ეს არის მართალი.
Made a prince by the Tsar? That wasn't true, either.
85155.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რუსეთში ყოველ ქართველს „კნიაზს“ ეძახიან, კვაჭისაც ამიტომ მიაკერეს თავადის სახელი.
In Russia every Georgian was called "prince", so Kvachi was stuck with that title too.
85156.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კამერ-იუნკრობა? რასპუტინის მეგობრობა? უმადურნო!
A lord-in-waiting? Friendship with Rasputin? What unforgiving people!
85157.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
განა კვაჭიმ ათჯერ არ მოიხადა ეს ცოდვა?
Hadn't Kvachi atoned ten times over for those sins?
85158.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
განა კვაჭიმ ცოტა იმუშავა რევოლუციისთვის? საბუთები? მოწმე? კეთილი და პატიოსანი.
Hadn't he worked for the revolution? Proof? Witnesses? All very well and good.
85159.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი თუნდ ათასს საბუთს წარმოადგენს და დაამტკიცებს, რომ... ფრთხილად, კვაჭი, ფრთხილად!
Kvachi would provide thousands of proofs and would show that… Be careful, Kvachi.
85160.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაანებე თავი საბუთებს, თორემ, თუ გამოძიება დააწყებინე, სადაც ხუთს გაიგებენ, იქ მეექვსესაც გამოსჩხრეკენ.
Avoid proofs, because if you get an investigation started, they may accept five proofs, but the sixth they'll delve into.