მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85221.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის, რას არ ედავებიან კვაჭის!
There's nothing they won't dispute with Kvachi.
85222.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხან მისი ჩეკი საეჭვოა, ხან იმის ტომრებს რამდენიმე მილიარდი დააკლდა.
Either his cheque has bounced, or there are a few billion roubles missing from his sacks.
85223.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხან მისი შაქარი დასველებული გამოდგა, ხან მისი ქსოვილები დამპალი აღმოჩნდა.
Either his sugar has got wet, or his textiles turn out to be rotten.
85224.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი გემში არ იყო, კვაჭი არც ვაგონში შემძვრალა.
Kvachi wasn't on the ship, or traveling in the railway wagon.
85225.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას ბამბისთვის წყალი არ დაუსხავს, არც მატყლში ჩაუტანებია კენჭები, არც ფული ამოუძვრენია ტომრებიდან.
He didn't pour water on the cotton or mix grit with the wool, or remove money from the sacks.
85226.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არც ის იცის, ყალბია თუ არა ბრიტიშ ბანკის ჩეკი!
He doesn't even know if the British Bank's cheques are duds.
85227.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაგზავნეთ ეგ ჩეკი ლონდონში და გაიგებთ.
Send the cheque to London and you'll find out.
85228.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუ ყალბი გამოდგა, ჯონ რაულინსონი მოსძებნეთ.
If it bounces, find John Rawlinson.
85229.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დანარჩენებმა კი, თუ გნებავთ, უჩივლეთ კვაჭის! მიბრძანდით სასამართლოში!
As for the rest, they can complain to Kvachi if they like, or go to court.
85230.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუნდ ერთი წელიწადი უცადეთ საქმის გათავებას და თუნდ ორმოცი!
You'll wait a year, if not forty, for the case to be decided.
85231.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კარგი, გაათავეთ! ნუ ჰყვირით და ნუ ილანძღებით, თორემ...
Fine, let's settle. Don't shout and don't swear, or…
85232.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილ! გააცილე ეს ბატონი კარებამდის!
Jalil! Show this gentleman the door.
85233.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმუქრებით კიდევაც? ტყუილად იხარჯებით.
"Are you still threatening me? You're wasting your time".
85234.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თქვენ რომ იცოდეთ კვაჭის ჯიბის ძალა და გავლენა, საქმეს არ მოსცდებოდით.
If you knew the power and influence of Kvachi's pocket, you wouldn't mess about.
85235.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რას აკეთებს კვაჭი? არაფერს და ყველაფერს.
What does Kvachi do? Nothing and everything.
85236.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჰყიდის და ჰყიდულობს, რაც ხელთ მოხვდება: უცხოეთის ვალუტას, ბაქოს აქციებს, ნავთიან ადგილებს, სახელმწიფო ქაღალდებს, გაბათილებულ ობლიგაციებს, ყოველგვარ ეკონომიურ ცნობებს და „ვნეშტორგის“ ორდერებს ყოველნაირ საქონლის გასატანად და მოსატანად.
He buys and sells whatever he can lay hands on: foreign currency, Baku shares, oil fields, state bonds, out-of-date promissory notes, all kinds of economic information, and orders from "State Foreign Trade" for importing and exporting all sorts of goods.
85237.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აგირავებს სახლებს მათი პატრონების დაუკითხავად.
He leases buildings without asking their owners.
85238.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზოგჯერ „ჰაერსაც“ ჰყიდის, ზოგჯერ კიდევ ისეთს ვალდებულებას კისრულობს, რომელსაც ისე ვერ შეასრულებს, როგორც ყაზბეგის გადაბრუნებას.
Sometimes he sells "air", or even undertakes to do what he cannot carry out, such as demolishing Mt Qazbeg.
85239.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ეს, არაფერია! ოღონდ ბე აიღოს კვაჭიმ და ის ფული დაატრიალოს! დანარჩენი თვითონვე მოეწყობა.
But that's nothing. Kvachi has only to take a deposit and put the money to work: the rest develops all by itself.
85240.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველაზე მეტად კვაჭის ტრესტები, ქარხნები და კოოპერატივები უყვარს.
What Kvachi most likes are trusts, factories, and cooperatives.