მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85241.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ფულიც იქ არის, საქონელიც და გამოუცდელი ხალხიც.
They combine money, property, and inexperienced people.
85242.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ენდობიან კვაჭის? აბა, რა საკითხავია?
Is Kvachi trusted? Of course he is.
85243.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუ კვაჭისაც არ ენდვნენ, მაშ ვიღას უნდა ენდვნენ?!
If he weren't, who could be trusted?
85244.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას უთვალავი ქონება აქვს: სასახლე, რომელიც, ადრე თუ გვიან, როცა წითლები წავლენ, ან თვითონვე გადადგებიან, უეჭველად დაუბრუნდება.
He has unlimited property: a palace which, sooner or later, when the Reds go or are overthrown, he will certainly repossess.
85245.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მშვენიერი აგარაკი და ბაღი სოხუმში, პლანტაციები ბათომში, სხვისი საქონელი საწყობებში.
A beautiful place with a garden in the country near Sukhumi, plantations in Batumi, other people's goods in his warehouses.
85246.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ფასდაკარგული აქციები, ფასიანი ქაღალდები და... პატიოსანი სიტყვა!
Worthless shares, valuable papers and… his word of honor.
85247.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიაღ, კვაჭის პატიოსანი სიტყვა, რომელიც არასოდეს არც გატეხილა და არც გაბზარულა.
Yes, Kvachi's word of honor which has never been broken or even besmirched.
85248.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ერთხელ სადღაც რაღაც შეიცვალა.
But somehow a change occurred.
85249.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის კანტორას მოულოდნელად მიადგნენ, გაჩხრიკეს და უამრავი ვალუტა წაიღეს.
Kvachi's office was unexpectedly visited and searched: an enormous amount of foreign currency was confiscated.
85250.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიც წაიყვანეს და უთხრეს: – თქვენ სპეკულაციას ეწევით.
Kvachi himself was taken away and asked: "Are you involved in speculation?"
85251.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე ვვაჭრობ. კანონით ნება მაქვს ვაჭრობისა.
"I'm a trader. I have a legal right to trade".
85252.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ ვაჭრობა კი არა, სპეკულაცია გახლავთ.
"This isn't trade, this is speculation".
85253.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს არის ვაჭრობა. – ეგ სპეკულაციაა მეთქი!
"It's trade". "I said it's speculation".
85254.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენიმე საათი ოფლში იწურებოდნენ და ვაჭრობა-სპეკულაციის საზღვარს ეძებდნენ.
They sweated for several hours, looking for the boundary between trade and speculation.
85255.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, უთხრეს: – მიბრძანდით, მაგრამ თუ მეორედ დაგიჭირეთ....
Finally, he was told:"You can go, but if we detain you again …"
85256.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეტეხში რომ არ გგზავნით, თქვენ ამის მადლობელიც იყავით.
"We're not sending you to Metekhi prison, so be grateful for that".
85257.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე პროტესტს ვაცხადებ! – მაშ ისევ მეტეხში მიბრძანდით.
"I protest". "Then off you go to Metekhi".
85258.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არა, არა! ბოდიში... ბოდიში! ეხლა გავიგე განსხვავება.
No, no! Sorry … Sorry. I understand the difference now.
85259.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უკანვე მიმაქვს ჩემი სიტყვები. ნახვამდის!
I take my words back. Goodbye.
85260.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი სახლისკენ მოდიოდა, მუშტებს ჰკუმშავდა, კბილებს აკრაჭუნებდა და თათრულად იგინებოდა.
Kvachi was heading for home, clenching his fists, gnashing his teeth, and swearing like a Turk.