მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85281.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხვალ ან ზეგ ყველაფერი გაყიდე.
"Sell everything tomorrow or the day after".
85282.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მოსამსახურენიც დაითხოვე და მუშტარსაც გამოუცხადე, „სიბუნიონი“ დაკეტილია თქვა.
"Dismiss our employees and tell the customers that 'Sibunion' has closed".
85283.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მორჩა! გათავდა! აქ აღარც მუშაობა შეიძლება და აღარც ცხოვრება. ჯალილ, წამოდი!
"That's it. It's all over. It's impossible to work or to live here. Jalil, come here".
85284.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და იმ დღიდან კვაჭი კვლავ თავისუფალ მოქალაქედ გადიქცა.
From then on Kvachi was a free citizen again.
85285.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დადის უსაქმო კვაჭი რუსთაველის ქუჩაზე.
He walked down Rustaveli Avenue with nothing in mind.
85286.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღამეს კლუბებსა და რესტორანებში ატარებს.
He spent the nights in clubs and restaurants.
85287.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სვამს, არშიყობს და ქაღალდს თამაშობს.
He drank, he chased girls, and played cards.
85288.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სილიბისტრომ ისევ ქუთაისისკენ გაიწია. ბალახვანის ქუჩაზე თავისი ხნის სახლი იყიდა და შიგ დასახლდა.
Silibistro moved back to Kutaisi, bought a house as old as himself on Balakhvani Street, and settled in.
85289.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბევრი ურჩია სილიბისტრომ კვაჭის ქუთაისში გადასახლება, მაგრამ კვაჭი ჯერ არ დაბერებულიყო, რომ ისევ დაცალიერებულ ქუთაისს დაჰბრუნებოდა.
Silibistro urged Kvachi many times to move to Kutaisi, but Kvachi was not yet so old as to go back to a depopulated Kutaisi.
85290.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ ბესო დაღვრემილი შემოვიდა კვაჭის ოთახში და დინჯად განაცხადა: – ეხლა კი დევიღუპეთ.
Once, a gloomy Beso entered Kvachi's room. He announced gravely: "We really are finished now".
85291.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რა ამბავია, ბესო?
"What's going on, Beso?"
85292.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლოვი გეიქცა.
"Pavlov has made a run for it".
85293.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რას ამბობ, ბესო?
"What are you saying, Beso?"
85294.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გეიქცა მეთქი. გუშინწინ ჩაულაგებია ბარგი და წასულა.
"I said he's made a run for it. He packed his bags and went the day before yesterday, apparently".
85295.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე? ის... ის განძი?
“Well? And the … the treasure?”
85296.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რკინის კასა გოუღია და ყოლიფერი წოუღია.
"He opened the safe and took the lot".
85297.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ ხმა ვეღარ ამოიღო. ბესოც სდუმდა.
Kvachi could not utter a sound, and Beso, too, was struck dumb.
85298.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილა თვალებს აბრიალებდა და საქმის განმარტებას ელოდებოდა.
Jalil rolled his eyes and waited for an explanation.
85299.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, კვაჭიმ წამოიწია და კბილებით სთქვა: – მოემზადეთ!
Finally Kvachi got up and said through clenched teeth: "Get ready!"
85300.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯალილ, შენ ბათომში წახვალ, ბესო, შენ კავკავში აიარე და იქიდან როსტოვში ადი.
"Jalil, you go to Batumi. Beso, you go up to the Caucasus pass and then on to Rostov".