მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85341.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მოვდივარ საშველად. ჰა, სადა ხარ?
"I'm coming to help you. Hey, where are you?"
85342.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აქა ვარ! – ჩაიკნავლა ირემაძემ და აცახცახებული ტანით ზედ აეკრა სველ კედელს.
"I'm here," croaked Iremadze, his trembling body clinging to the damp wall.
85343.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თან ბუტბუტებდა: ღმერთი არა სწამთ?.. ეს რა უბედურებაა...
He muttered: "You don't believe in God … What a disaster!"
85344.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცოცხალი ადამიანის ჩაგდება უძირო ორმოში... გველების და ხვლიკების შესაჭმელად! ღმერთო დიდებულო, როგორ ბნელა!
"Throwing live people down bottomless pits … for snakes and lizards to eat. God almighty, how dark it is!"
85345.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და ფრთხილად, ფეხაკრეფით მიცოცავდა სიბნელეში, ხელ-ფეხს აფათურებდა, ყოველ გოჯს ზომავდა და სინჯავდა.
Cautiously, he crept on tiptoe in the darkness, groping with his hands and feet, measuring and testing every inch.
85346.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ფრთხილად, ძმობილო, ფრთხილად, თორემ უბედურება დატრიალდება.
Careful, brother, careful, or you'll have an accident.
85347.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დღეს დილით ერთი სომეხი ჩავარდა. ჰა, სადა ხარ?
This morning an Armenian fell in. Hey, where are you?
85348.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აქა ვარ... მოვდივარ.
"I'm here … I'm coming".
85349.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სიბნელეში ერთმანეთს დაეტაკნენ და ხელი ხელს მისცეს.
They bumped into each other in the dark and joined hands.
85350.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გამარჯვება! – ღმერთმა გაგიმარჯოს!
"Hello". "God be with you".
85351.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აბა, მომყევი. ფრთხილად, კედელს ხელი არ მოაშორო.
"Right, follow me. Careful, don't let go of the wall".
85352.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ათიოდე ნაბიჯი გადადგეს. – სამშვიდობოს მოვედით.
They moved another dozen paces: - We're safe now.
85353.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აბა, დაჯექი და გვიამბე.
Right, sit down and tell us about it.
85354.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დიდი მადლობელი... ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. მიწა სველია, გავცივდები.
"Many thanks. God give you peace. The ground's wet, I'll get a chill".
85355.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მთელი სარდაფი სველია. დაჯექი, შეეჩვევი.
The whole dungeon's wet. Sit down, you'll get used to it.
85356.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა გვიამბე, რა ამბავია ქალაქში? ერთი თვეა, ცა არ დამინახავს.
Now tell us what's going on in town. I haven't seen the sky for a month.
85357.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაცალე, გენაცვა... წეღან რომ სთქვი, დილას ორმოში სომეხი ჩავარდაო...
"Give me a minute, dear chap … You were saying an Armenian fell down the pit this morning …"
85358.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რას იცინი, შე თათარო? – შეუტია პირველმა: – ერთი თათარია, ჯალილა ჰქვიან. რას იცინი მეთქი?
"Why are you laughing, you Turk?" the first man retorted. "He's a Turk, his name's Jalil. I asked what you're laughing at".
85359.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თოგი... თოგმა ფეხი შეჯამა. ღმერთმანი შეჯამა.
"A mouse … a mouse chewed my foot. May God eat him".
85360.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენს ღმერთს ნუ ფიცულობ. თუ ფიცი გინდა, მაჰმადი დაიფიცე.
"Don't take our God's name in vain. If you swear, swear by Allah".