მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85381.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის, რამდენი გაუბედურდა!...
I wonder how many have come to a sticky end …
85382.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგას ვინ დაითვლის! ყური მიგდე, ბიძიავ!
Who's counting? Listen, old man.
85383.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქაური კანონი უნდა გასწავლო. გამოგადგება.
You've got to learn the rules here. They'll come in handy.
85384.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კარგად დაიხსომე: რასაც აქ ნახავ და გაიგებ, უუდიდეს საიდუმლოებად უნდა შეინახო.
"Remember: whatever you see or hear, keep it a deep secret".
85385.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თუ სადმე ხმა ამოგიღია, გათავდა შენი საქმე: მაშინვე დაგიჭერენ და ამ ორმოში გიკრავენ თავს. გაიგე? კარგა დაიხსომე?
"If you ever say a thing, you're finished: they'll arrest you and stick your head down that pit. Got it? Memorized it?"
85386.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ღმერთო, მიშველე! გავიგე და დავიხსომე.
God, help me! I've got it, I've memorized it.
85387.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიდი მადლობელი დარიგებისთვის.
Thanks very much for the advice.
85388.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ქალაქშიც გამიგონია, ვითომ, თუ ვისმეს წამოსცდა რამე... ერთი სიტყვით, ბევრს ლაპარაკობენ აქაურობაზე.
"I heard in town that if anyone blurts anything out … anyway, there's a lot of talk about things here".
85389.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მართალი ულაპარაკნიათ, დამიჯერე.
The rumors are right, believe me.
85390.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქ ნანახი და გაგონილი სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება.
Whatever you see or hear here is considered a state secret.
85391.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ყბედს ისე სჯიან, როგორც მოღალატეს და ჯაშუშს.
Idle talk is punished the same as treason or spying.
85392.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა შენ იცი, ბიძიავ. დანარჩენი შენი სქმეა.
So now you know, old man. The rest is up to you.
85393.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დიდი მადლობელი, გენაცვა, დიდი მადლობელი. სამადლობელო მომთხოვე.
"Thanks a lot, dear chap, thanks a lot. Ask me any favor in return".
85394.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც წინათ ვყოფილვარ ყბედი, ამ სიბერეში რაღა ღმერთი გამიწყრება!
"I've never been a talker, so why has God sent me this in my old age?"
85395.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მართლა, ბიძიავ, ვინ ხარ და რისთვის გარჯილხარ? დროა ერთმანეთი გავიცნოთ.
"Actually, old man, who are you, and why are you in prison? It's time we got to know each other".
85396.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ირემაძე ვარ, გენაცვა, ალექსი ირემაძე.
"My name's Iremadze, dear, Aleksi Iremadze".
85397.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ალექსი ირემაძე! დამიდგა თვალი! რატომ აქამდის არ მითხარით, გენაცვალოს ჩემი თავი!
"Aleksi Iremadze! I must be blind! Why didn't you tell me before, dear man".
85398.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– უი, ჩემს შერცხვენას! ალექსი ირემაძე ამ სარდაფში?!
Oh, this is shameful of me. Aleksi Iremadze in this dungeon?!
85399.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჩემი სილოვანის მამა! უიმე, ჩემს თავს! ვაი მე, უბედურს!
The father of my Silovan. Oh shame on me, what a wretch I am.
85400.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და უცნობი ყბედი სიბნელეში დატრიალდა, დაფაცურდა, აცქმუტუნდა; ხელებს აფათურებდა, თათარს უყვიროდა და უბრძანებდა.
The anonymous chatterbox began busily fussing in the dark, groping with his hands, yelling to the Turk and telling him.