მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85441.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის არ ახსოვს, ბავშვი ხომ არ არის, რომ დღიური სწეროს!
Kvachi didn't remember, he was not such a fool as to keep a diary.
85442.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი თვეა ფიქრობს და ვერ მოუგონია.
He'd been thinking for a month, but couldn't remember.
85443.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სიკვდილით დასჯას ემუქრებიან.
They were threatening him with the death penalty.
85444.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მისი ბინის პატრონი, იმისი ცოლი და მეზობლები დაჟინებით იმეორებენ: ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ხუთ აპრილს კვაჭანტირაძე სახლში არ ყოფილაო.
His landlord, the landlord's wife, and the neighbors repeatedly insisted that they remembered very well that Kvachantiradze had not been at home on 5 April.
85445.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალბათ პირი შეჰკრეს, კვაჭანტირაძეს დაღუპვა გადაწყვიტეს.
They'd probably plotted to have Kvachantiradze put away.
85446.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რადგან სამივენი რეაქციონერები არიან, კვაჭი კი – მთელმა ქვეყანამ იცის! – რევოლუციონერია.
The three of them were reactionaries, while Kvachi, as the entire country knew, was a revolutionary.
85447.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ციხეშიც იჯდა, გადასახლებულიც იყო. აი, ნამდვილი მიზეზი მათი გადამტერებისა.
He'd been in prison, he'd been in exile, so that was the reason why they sided against him.
85448.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სასაცილოა! კვაჭი კვაჭანტირაძეს კაცის გაძარცვას აბრალებენ!
It was ridiculous! Accusing Kvachi of robbing a man.
85449.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალბათ მთელი საქართველო იცინის.
All Georgia must be laughing.
85450.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როგორ არა, სილიბისტრო კვაჭანტირაძემ იმიტომ დაახარჯა კვაჭის ერთი ურემი ოქრო და იმიტომ შემოატარა მთელი ქვეყანა, რომ კვაჭი კვაჭანტირაძე ყაჩაღი გამოსულიყო!
Did they suppose Silibistro had spent a whole cartload of gold on Kvachi and sent him all over the country, just so he could turn out to be a robber?
85451.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ? კვაჭი კვაჭანტირაძე? ხა–ხა–ხა! რატომ ქვეყანა არ გადაბრუნდება!
Who? Kvachi Kvachantiradze? Ha-ha-ha. It was enough to cause an earthquake.
85452.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხა–ხა–ხა! კვაჭი უცებ გაჩუმდა. ალბათ ფიქრმა გაიტაცა.
Ha-ha-ha! Kvachi suddenly fell silent, probably plunged into thought.
85453.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსიმ ჯალილას გაუბა ლაპარაკი დამწყვდეულთა ბედ-იღბალზე, „აქაურ“ წესრიგზე და ორმოზე.
Aleksi started talking to Jalil about the fate of those who were locked up, about the "local" ways, and the pit.
85454.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უცებ კვაჭი ალექსის სწვდა ხელში და თითქმის ატირდა: – ბიძია ალექსი, მიშველეთ, დამეხმარეთ.
Suddenly Kvachi reached out for Aleksi's hand and almost burst into tears. "Uncle Aleksi, help me, do me a favor".
85455.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როგორ, შვილო, როგორ?
"How, boy, how?"
85456.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვენაცვალე სილოვანს, ბიძიაჯან, დამეხმარეთ, გადამარჩინეთ სიკვდილს.
"For Silovan's sake, uncle, help me, save me from death".
85457.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დედ-მამა მყავს მოხუცებული და ათიოდე ნათესავი შესანახი.
"I have elderly parents and a dozen relatives to look after".
85458.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეც ახალგაზრდა ვარ, თქვენი სილოვანის ტოლი.
"I'm still young, the same age as your Silovan".
85459.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რა დროს ჩემი სიკვდილია! ვიცი, რომ არ ამცდება. დავიღუპე, თუ არ მიშველეთ.
"This is no time for me to die. I know you won't let me down. I've had it if you don't help me".
85460.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენ კი შეგიძლიანთ, ჩემი შველა, შეგიძლიანთ, შეგიძლიანთ... ბიძიავ, ბიძიაჯან...
"You can do it, my savior, you can, you can … Uncle, dear uncle …"