მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85461.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თან ცრემლით უსველებდა და უკოცნიდა ხელებს. ალექსის გული აუჩუყდა.
He kissed his hands and wetted them with his tears. Aleksi was moved.
85462.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჩუმად აკოცა შუბლზე და თმაზე ხელი გაუსვა.
Not saying a word, he kissed his brow and stroked his hair.
85463.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მითხარი, შე უბედურო, მითხარი. თუ მართლა შემიძლია გიშველი, როგორ არ გიშველი.
"Tell me, poor boy, tell me if I really can; I'll help you, how could I not?"
85464.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ქრისტიანები ვართ, ძმები ვართ. სთქვი, როგორ გიშველო?
"We're Christians, we're brothers. Say how I can help".
85465.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენ ხუთ აპრილს გქონდათ ვახშამი, არა?
"You had a supper on 5 April, didn't you?"
85466.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჰო, ხუთ აპრილს. მერე?
"Yes, 5 April. So?"
85467.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მეც ხუთ აპრილს ჩავიდინე... ვითომ ხუთ აპრილს – ღამის ორ საათზე გავძარცვე ის სომეხი.
"On 5 April I committed … They claim I robbed that Armenian at two a.m. on 5 April".
85468.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აქ უნდა მიშველოთ, ჩემო ბიძიავ, მოწმედ უნდა დამიდგეთ.
"This is how you can help, uncle, you've got to be a witness for me".
85469.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სთქვით, რომ მეც დავესწარი იმ ვახშამს. ბიძიაჯან, ვენაცვალე თქვენს ჭაღარას, ასე სთქვით.
"Say I was there at the supper. Uncle, for the sake of your gray hair, say that".
85470.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მერე ყმად გამიხადეთ თქვენც და სილოვანმაც.
"Then I'll be a slave to you and to Silovan".
85471.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კეთილი, მაგრამ... ვახშამზე ათიოდე სტუმარი მყავდა.
"Fine, but … I had a dozen guests to supper".
85472.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ არაფერი, ბიძიაჯან. თუ მოინდომეთ, ყველაფერი გაკეთდება.
"That doesn't matter, uncle, if you go ahead, it will all work out".
85473.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ყური მიგდეთ... თქვენ დღეს თუ ხვალ გაგიშვებენ.
Listen … today or tomorrow you'll be released.
85474.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უეჭველად გაგიშვებენ.
I'm sure they'll let you go.
85475.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მშველელი და დამხმარე ბევრი გყავთ.
You've got lots of people to stand up for you and help.
85476.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როცა გახვალთ, დაუარეთ თქვენს სტუმრებს და დაარიგეთ.
When you get out, go and see all your guests and tell them what to say.
85477.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ალბათ ზოგი მცნობს კიდეც.
Some of them may know me anyway.
85478.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ დამღუპავენ, მიშველონ.
They mustn't let me go down, they must help me.
85479.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენ რომ გახვალთ, ერთი კვირის შემდეგ მოვიგონებ, რომ ხუთ აპრილს თქვენთან ვიყავი.
"A week after you get out I'll remember that on 5 April I was with you".
85480.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კეთილი, მაგრამ… – მოითმინეთ, ბიძიავ, მოითმინეთ.
"Fine, but …" "Bear with me, uncle, bear with me".