მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85501.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნუ სწუხდები, შვილო, არა მიშავს რა. ყველაფერს მოვითმენ. თაგვები და ვირთაგვები მაწუხებენ, თორემ...
"Don't fret, lad, I'm all right. I can put up with anything. The mice and rats do bother me, otherwise …"
85502.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯალილ, დატრიალდი! ერთი არ მოუშვა ახლო, თორემ ვაი შენი ბრალი. აბა!
"Jalil, do something. Don't let a single rat near, or it'll be all your fault. Right!"
85503.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თით! თით, თქვე ოხრებო! – იძახდა ჯალილა, მიწას ხელს უტყაპუნებდა.
"Shoo, shoo, you wretches!" Jalil called out, thumping the ground.
85504.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და კნაოდა: – მიაუ... მიაუ... მიაუ... თან ყველანი გულიანად იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ.
And mewling like a cat: "miaouw, miaouw …" They all laughed and joked.
85505.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯალილ, უამბე შენი მარუსას ამბავი ბიძია ალექსის! – სთქვა კვაჭანტირაძემ და წინდაწინვე დაიწყო სიცილი.
"Jalil, tell uncle Aleksi about your Marusia," said Kvachi, laughing in anticipation.
85506.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილაც ხან იცინოდა, ხან ოხრავდა, თავის თავს დასცინოდა ნიშნად სინანულისა, შუბლზე ხელს იტყაპუნებდა და
Jalil was both laughing and groaning, laughing at himself, but striking his forehead as a sign of regret.
85507.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამბობდა: – ვაი ტუტუს! ტუტუს, დალი ჯალილ! ვაი, ვაი, ვაი!
He said: "What a fool! Stupid, mad Jalil! Stupid fool".
85508.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბოლოს, მაინც მოჰყვა თავის ამბავს.
"But finally he told his story".
85509.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილა საქართველოში გაიზარდა: ხან მსახურობდა, ხან ვაჭრობდა, ხან აბანოს მოიჯარადრე იყო.
Jalil had grown up in Georgia: he'd worked for others, he'd traded, he'd leased a bathhouse.
85510.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თან ჩუმ-ჩუმად რევოლუციას შველოდა და ოსმალებსაც რაღაც დახმარებას უწევდა.
He'd quietly helped the revolution and the Ottomans too.
85511.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სპარსეთშიაც იყო, სათარ–ხანის რაზმში, „უხელო ვლასა მგელაზემ“ წაიყვანა.
He'd been in Persia in Sattar Khan's forces: the "one-armed Vlas Mgeladze" had enlisted him.
85512.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე ადესაში „სავიდა“ სავაჭროდ. გზაში „აღა კვაჩანტირაზეს“ შეხვდა და აეკიდა.
Then he went off to trade in Odessa. On the way there he met agha Kvachantiradze and stuck with him.
85513.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას აქეთ ერთად დადიოდნენ ამ ქვეყნად.
After that they traveled the world.
85514.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზოგჯერ ჯალილა კვაჭის ჩამორჩებოდა და თავისი გზით წავიდოდა, მაგრამ მერე, სადაც უნდა ყოფილიყო კვაჭი, მაინც მოსძებნიდა და ისევ აჰყვებოდა.
Sometimes Jalil stayed behind and went his own way, but wherever Kvachi was, he later found and followed him.
85515.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ადრიანოპოლშიც იყო, ჩატალჯაშიც იბრძოდა, ტრიპოლელ არაბებსაც მიეშველა. მაგრამ იტალიელებმა დაატყვევეს.
He fought in Edirne, in Çatalca, he helped the Arabs in Libya, but the Italians captured him.
85516.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ისევ ნადავლით დაბრუნდა და ვაჭრობას მიჰყო ხელი.
He got back with his loot and started trading again.
85517.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სად იყო ჯალილა მსოფლიო ომის დროს? მას კარგად არ ახსოვს.
Where was Jalil in the World War? He didn't remember well.
85518.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოკლედ სჭრის: – ქოით ვიყავი, სოტა ფული ვიშოვე.
But summed up: "I was over there and made a bit of money".
85519.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საით იყო „ქოით“ – რუსეთისკენ თუ ოსმალეთისკენ, ან როგორ იშოვა „სოტა ფული“ – ჯალილა ამაზე ლაპარაკს ერიდება.
Where "over there" was–in the direction of Russia or Turkey – and how he made his "bit of money", Jalil avoided saying.
85520.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე ყარსში გაჩნდა, როცა რუსების ჯარი შინ მიდიოდა.
Later, he'd turned up in Kars as the Russian army was going home.