მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85521.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოსმალებმა რომ ბათომი აიღეს, ჯალილა ბათომის „ახლო“ იყო.
When the Turks took Batumi, Jalil was "close by".
85522.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბაღდათის გმირი ხალილ-ფაშა რომ ტფილისში ჩამოვიდა, ჯალილა წინ დაუხვდა და „ყულუღი“ (სამსახური) გაუწია.
When the hero of Baghdad, Halil-Pasha, came to Tbilisi, Jalil went to meet him and offered to serve under him.
85523.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნური-ფაშასაც კარგად იცნობს, ქიაზიმ-ბეისაც, ყველას „სოტა ყულუღს“ უწევდა.
He knew Nuri-Pasha well, too, as well as Kazim-Bey, and offered to "serve a bit" under them all.
85524.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყოჩაღი „ბიჩია“ ჯალილა: ახალგაზრდა, ღონიერი, მარდი, მშრომელი, გამრჯელი. ღვინოს არა სვამს და ქაღალდს არ თამაშობს.
Jalil was a fine "fighting lad": young, strong, deft, hardworking, diligent, non-drinking, non-gambling.
85525.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მხოლოდ კონიაკს სვამს „სამლად“, რადგან „სიებ-სხელება“ სჭირს.
He did take brandy "as medicine" because he had the "fevers".
85526.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს ჯალილას: მეტის მეტად უყვარს რუსის ქერა ქალები.
But Jalil had one big defect: he was too fond of Russian blondes.
85527.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვინ იცის, ქერა ქალებმა რამდენჯერ წააგებინეს „ჩკუა“ ჯალილას, რამდენი ანანეს, რამდენჯერ გაფხიკეს და გაძარცვეს!
Blondes made him lose his "wits" many times, caused him regret, cleaned him out, and robbed him.
85528.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბევრჯელ დასდო „ფისი“, ახლო აღარ მივეკარებიო, მაგრამ „ფისი“ ვერ შეინახა.
Many times he swore an oath never to come near one again, but he couldn't keep his vow.
85529.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, მაინც ქერა ქალმა მოსტეხა ჯალილას შავი კისერი.
And it was a blonde that finally broke him.
85530.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ, ორი კვირის წინათ, ჯალილა რომ ქუჩაში გამოვიდა, „კარების სინ“ მზეთუნახავი ქერა ქალი დაუხვდა.
Two weeks previously, when Jalil was coming down the street, he came across a beautiful blonde "in his doorway".
85531.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქალმა ჯალილას „ზალიან კარგი ფარსული“ შალი შესთავაზა.
She offered Jalil a very nice Persian shawl.
85532.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილამ ქერა მზეთუნახავი სახლში შეიპატიჟა, შერბეთი და ტკბილეულობა მიართვა.
Jalil invited blonde beauty into his house, served her sherbet and sweets.
85533.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველაფერი მოხდა: „სისილი“, „კონა“, ოხუნჯობა, დევნა–სირბილი, ალიაქოთი და აყალმაყალი.
And then it all happened: laughing, kissing, joking, chasing round the room, panic, and uproar.
85534.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ტამბოველი მზეთუნახავი მაინც არ დაჰნებდა. ჯალილამ ორი ოქრო „აზლია“; ვერც ოქრომ „გასჯრა“.
The beauty from Tambov would not give in to him, Jalil gave her two gold roubles, but even gold didn't work.
85535.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ქალმა „სისილ–ხარხარით“ ოთახები გადუბრუნა ჯალილას, იქაურობა აუქოთა, აუფორიაქა.
The woman laughed as she turned Jalil's rooms upside down, roused the neighborhood, excited him.
85536.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სისხლი აუდუღა, „დასწვა“, დაღალა, ოფლში „გასურა“ და... „გაიქსა“.
She got his blood boiling, "burned" him, wore him out, made him sweat and then … fled.
85537.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმავე დღეს ჯალილა ბნელ სარდაფში გადაასახლეს.
That same day Jalil was put in the dark dungeon.
85538.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თურმე ბღლარძუნში და ხვევნა-„კოსნაში“ ტამბოველმა „მარუსამ“ ჯალილას ერთი ქაღალდი ააცალა. ის ქაღალდი ჯალილას ხალილ-ფაშამ მისცა.
While he was groping and embracing and kissing her, the blonde Marusia had stolen a piece of paper which Halil-Pasha had given him.
85539.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შიგ „ესერა“: ჯალილა „ჩონი კასია“, მან თათრებს „ზალიან დიდი ყულუღი უყო“ და „ქომაგი მიესითო“.
In it was written that Jalil was "one of ours", that he had done the Turks "a great service" and he should be "given support".
85540.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ასე ჩავარდა ჯალილა და „ქომაგს“ ელის, მაგრამ მშველელი არსად სჩანს.
So Jalil was in prison waiting for that "support", but no supporter was in sight.