მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85581.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და დაუმატა: – შვილო, ერთი ღვთისნიერი ადამიანი უნდა ვიხსნათ სიკვდილისგან.
And added: "My girl, I've got to save a very good man from death".
85582.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩვენს სილოვანს ერთი გულითადი მეგობარი ჰყოლია, ცნობილი კვაჭი კვაჭანტირაძე.
"Our Silovan had a close and well-known friend, Kvachi Kvachantiradze".
85583.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხუთი წელიწადი ერთად უცხოვრნიათ მოსკოვში, საპყრობილეში და ციმბირში, იმ კვაჭანტირაძეს ჩვენი სილოვანი მრავალჯერ დაუხსნია დიდი ხიფათისგან.
"They lived five years together in Moscow, in prison and in Siberia. Kvachantiradze several times saved our Silovan from great danger".
85584.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ის კვაჭანტირაძე რომ არ დამხვედროდა „იქ“, მეც ცოცხალი ვერ დავბრუნდებოდი „იქიდან“.
"If I hadn't met Kvachantiradze "there", I wouldn't have come back alive".
85585.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეხლა თვითონ კვაჭანტირაძე ჩავარდა ხიფათში.
"Now Kvachi Kvachantiradze himself is in danger".
85586.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დახვრეტა მოელის. პატიოსანი და ღვთისნიერი ადამიანია.
"He expects to be shot. He's a decent and kind man".
85587.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კარგად დამიგდე ყური, შვილო! თუ ვინიცობაა გკითხოს ვინმემ, უთხარი, ვიცნობ-თქო.
"Listen to me carefully, my girl. If anyone should ask you, tell them you know him".
85588.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხუთს აპრილს, შენი დაბადების დღე რომ იყო, კვაჭანტირაძე ჩვენთან იყო ვახშმად-თქო, დილამდის არ წასულა-თქო.
"On your birthday, 5 April, Kvachantiradze had supper with us and stayed until morning".
85589.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაღალი, 35 წლისა, შავგვრემანი, ულვაშგაკრეჭილი, ნიკაპზე ჭრილობა აქვს. კარგად დაიხსომე?
"He's tall, thirty-five years old, dark haired, clipped moustache, and has a scar on his chin. Have you got that?"
85590.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კეთილი, მამაჯან, ვიტყვი. სხვა სტუმრები რაღას იტყვიან?
"Yes, papa, I'll say that. What will the other guests say?"
85591.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეხლავე დავუვლი ყველას და დავარიგებ. ერთად წავიდეთ თუ გინდა?
"I'm going to see and tell them all now. Let's go together if you like".
85592.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– წავიდეთ. წავიდნენ.
"Let's go". They left.
85593.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ საღამოს და მეორე დღეს ყველას ჩამოუარეს და დაარიგეს: მაღალი... შავგვრემანი... ნიკაპზე ჭრილობა აქვს.
That evening and the next day they went and saw everyone and rehearsed them: "Tall … black-haired … has a scar on his chin".
85594.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პატიოსანი და ღვთისნიერი ადამიანია.
"A decent and very kind man".
85595.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იცნობენ კვაჭის, როგორ არ იცნობენ!
Of course they knew Kvachi.
85596.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მთელი ქვეყანა იცნობს კვაჭის, მთელი! ყველამ თანხმობა მისცა.
The whole country knows Kvachi, everyone. All the guests consented.
85597.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე ალექსიმ ასეთი დეპეშა გაჰგზავნა ბაქოში: „...ჯალილა ძალიან ავად არის. ირემაშვილი“.
Then Aleksi sent a telegram to Baku: "Jalil is very ill. Iremashvili".
85598.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭი კვაჭანტირაძე გამომძიებელმა დაიბარა.
A few days later Kvachi was summoned by his interrogator.
85599.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი გახარებული შევარდა გამომძიებელის ოთახში და მიაძახა: – მომაგონდა! მომაგონდა!
Greatly heartened, Kvachi rushed into the interrogator's room and called out: "I've remembered, I've remembered!"
85600.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რა მოგაგონდათ?
"What have you remembered?"