მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85601.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძლივს მომაგონდა, რომ ხუთ აპრილს საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვსამდის ვახშამზე ვიყავი ალექსი ირემაძესთან...
"I finally remembered that from nine in the evening of 5 April until six the next morning I was having supper with Aleksi Iremadze …"
85602.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და დაწვრილებით აუწერა ის ვახშამი და ჩამოუთვალა ყველა სტუმარი.
And he gave a detailed description of the supper and a list of all the other guests.
85603.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვასახელებ ალექსი ირემაძეს, იმის ქალიშვილს ელენეს და ათ სტუმარს.
"I can name Aleksi Iremadze, his daughter Elena, and ten guests".
85604.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გთხოვთ ყველანი დაიბაროთ და გამოჰკითხოთ. დასწერეთ ოქმი.
"Please summon and question them all. Draw up a statement".
85605.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს ამბავი კვაჭანტირაძემ ისეთი სიცხარით, გულწრფელობით და სიცხადით ასწერა, რომ გამომძიებელი შეყოყმანდა და აირ-დაირია.
Kvachantiradze wrote down the story with such ardor, sincerity, and clarity that the interrogator was at a loss what to do.
85606.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოქმი დაიწერა, ხოლო კვაჭანტირაძე ისევ ბნელ სარდაფში ჩავიდა.
The statement was drawn up and Kvachantiradze went back down to his dark dungeon.
85607.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენიმე დღის შემდეგ მართლა დაიბარეს დასაკითხავად ალექსი, ელენე და მათი სტუმრები.
After a few days Aleksi, Elena, and their guests were indeed summoned.
85608.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველამ შეთანხმებული ჩვენება მისცა, თითქო კვაჭანტირაძემ ღამე მართლა იმ ვახშამზე გაათენა.
They all gave the agreed evidence that Kvachantiradze had spent the whole night at that supper.
85609.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კვაჭი კვაჭანტირაძეს? ვინ არ იცნობს კვაჭანტირაძეს! ოცდათხუთმეტის წლისა, მაღალი, შავგვრემანი.
"Kvachi Kvachantiradze? Who doesn't know him! Thirty-five years old, tall, black-haired.
85610.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნიკაპზედაც ჭრილობა აქვს, არა?
"He has a scar on his chin, right?"
85611.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დიაღ, ჭრილობაც აქვს.
"Yes indeed, he has a scar".
85612.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ცხრიდან ექვსამდის ჩვენთან იყო. იმის მეტი აღარავინ სჩანდა იმ საღამოს.
"He spent from nine to six with us. Nobody else apart from him turned up that evening".
85613.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– იქაურობა აიკლო. იცეკვა, იმღერა, იქეიფა და იმხიარულა.
"We danced, sang, ate, and had a good time".
85614.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თორმეტმა კაცმა დაიფიცა, დაადასტურა და ოქმს ხელი მოაწერა.
Twelve people swore, confirmed, and signed the statement.
85615.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ორი კვირის შემდეგ კვაჭი კვაჭანტირაძე ბარგი-ბურხანით თავს დაადგა ალექსი ირემაძეს.
Two weeks later Kvachi Kvachantiradze turned up with his luggage at Aleksi Iremadze's house.
85616.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ატყდა დიდი სიხარული, ლხენა და ზეიმი ცრემლით, ხვევნა-კოცნით და ვაი-ვუის ყვირილით.
There was great joy and celebration, with tears, embraces, kisses, and shouts of regret.
85617.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი და ელენე ისე დაუხვდნენ კვაჭი კვაჭანტირაძეს, როგორც ღვიძლ შვილსა და ძმას.
Aleksi and Elena greeted him like their own son or brother.
85618.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძალიან კარგი გიქნია, ჩემო კვაჭი, რომ იქიდან პირდაპირ ჩემთან მოსულხარ.
"You did right, Kvachi, to come straight to me from that place".
85619.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რა ვქნა, ბიძიაჯან არ მინდოდა, მეზარებოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. მადლობის გადადება როგორ შეიძლება!
"What could I do, uncle, I didn't want to, I was unwilling to bother you, but I couldn't wait. How could I put off thanking you?"
85620.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მრავალი მოკითხვისა და დილის საუზმის შემდეგ კვაჭანტირაძემ გაბედულად და რიხით უთხრა ალექსის.
After a lot of concerned questions and breakfast, Kvachi boldly and coolly told Aleksi.