მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85661.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სოხუმში საუკეთესო საქმე ჰქონდა, მაგრამ არ დააყენეს.
He had a very good business going in Sukhumi, but he'd had a lot of bother.
85662.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლაც ხშირად სხვის საქონელს ჰყიდის და ყიდულობს, მაინც დიდ ფულს იგებს.
Now he often bought and sold other people's goods, but still made good money.
85663.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამხანაგი ჰყავს ქვემო ბაზარში. გაკოტრდა.
He had a colleague in the lower market who'd gone bankrupt.
85664.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნახევარ ფასში ჰყიდის საქონელს, რადგან ჩქარობს.
He was selling his property at half price, because he was in a hurry.
85665.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რომ გაიარონ და ნახონ, კარგი იქნება. გაიარეს და ნახეს.
They should go and take a look. They did go and take a look.
85666.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსიმ ერთი ნაცნობი ვაჭარი წაიყვანა.
Aleksi brought a dealer he knew with him.
85667.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საქონელი და დუქანი მართლა ნახევარ ფასში იყიდებოდა.
The property and a shop really were being sold at half price.
85668.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი ჩაფიქრდა. გაკოტრებული ვაჭარი ჩქარობდა.
Aleksi pondered. The bankrupt merchant was in a hurry.
85669.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე ამბობდა: – გადასჭერით, ბიძიავ!
Kvachantiradze said: "Make a decision, uncle".
85670.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მე ორი ათასი ლირა შემაქვს ამ საქმეში.
I'm putting two thousand lira into the business.
85671.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ამხანაგი ბევრი მყავს, მეხვეწებიან, აღარ მისვენებენ.
"I've got a lot of friends who are begging and pestering me".
85672.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენე კვაჭანტირაძეს მიემხრო. ჯერ გაუბედავად, მერე კი დაჟინებით მოითხოვა სახლის გაყიდვა.
Elena took Kvachi's side. At first shyly, then persistently, she demanded that the house be sold.
85673.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენე მოლარედ დადგება. კვაჭი ივაჭრებს. ალექსი კონტროლს გაუწევს, კვირაში ერთხელ წიგნებს გადაათვალიერებს.
Elena would be the accountant, Kvachi would do the trading, Aleksi would manage it overall and inspect the books once a week.
85674.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
წინათ ელენე ებღაუჭებოდა სახლს, ეხლა კი ალექსი ჩაფიქრდა.
Earlier Elena had clung to the house, and now it was Aleksi.
85675.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი კვირის შემდეგ კვაჭანტირაძემ ხელმეორედ წაიყვანა ალექსი და ელენე შუა ბაზარში.
A week later Kvachantiradze took Aleksi and Elena back to the middle market.
85676.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აჩვენა წინანდელი მაღაზია, რომელიც საქონელით იყო სავსე, და გამოუცხადა, რომ კვაჭი მონახევრეა ამ საქმეში.
He showed them the former shop, which was full of goods, and announced that he had a half-share in the business.
85677.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაღაზიაში ორი კაცი ვაჭრობდა.
Two men were trading there.
85678.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– აჰა, კვაჭი, შეიტანე ბანკში.
Here, Kvachi, take this to the bank.
85679.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქ სწორედ სამი ათასი ლირაა.
There's exactly three thousand lira.
85680.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გზაც იქითა გაქვს, არ დაიზარო!
"It's on your way, so don't say no".