მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85721.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კარები ელენემ გაუღო და ისეთი საყვედურით ჰკითხა – სად იყავიო? – როგორც ცოლი ეკითხება ხოლმე ქმარს.
Elena opened the door and reproached him as strongly – "Where were you?" – as a wife does a husband.
85722.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ ელენეს ხელზე აკოცა.
Kvachi kissed Elena's hand.
85723.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე მოისმა ჩურჩული, დუმილი, ისევ ჩურჩული.
Then there was whispering, followed by silence and more whispering.
85724.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსიმ ჩაახველა და კვაჭანტირაძეს გაეგება.
Aleksi coughed and greeted Kvachantiradze.
85725.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაწითლებულმა ელენემ დაუხვედრა: – მამა, კვაჭის დედა ჩამოსულა.
Elena blushed and announced: "Papa, Kvachi's mother has arrived".
85726.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაუხარდათ. კვაჭანტირაძეს არ უნდა მათი შეწუხება, ამიტომ მისი დედა ნათესავთან ჩამოხტა.
They rejoiced. Kvachantiradze didn't want to bother them, so his mother had stopped with a relative.
85727.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგრამ, რა თქმა უნდა, ხვალვე მოვა იმათ გასაცნობად და მადლობის გადასახდელად.
But, of course, she'd come the very next day to meet them and offer her thanks.
85728.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სადილი რომ გაათავეს, კვაჭანტირაძემ მოკლედ და მკაფიოდ მოსჭრა.
After dinner Kvachantiradze made a brief, curt announcement.
85729.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბიძია ალექსი, დროა ჩვენი გულის ნადები და საიდუმლოება მოგახსენოთ.
"Uncle Aleksi, it's time I let you know what I've been keeping to myself.
85730.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ელენე, ნუ მიდიხარ, შენც უნდა დაესწრო ჩვენს ლაპარაკს.
"Elena, don't go, you should be here to listen".
85731.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რაღა დაგიმალოთ: მე და ელენეს ერთმანეთი გვიყვარს. დაგვლოცე!
"Why should I hide it from you: Elena and I are in love. Give us your blessing".
85732.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი მოულოდნელობამ არია.
This was too sudden for Aleksi.
85733.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯერ სდუმდა, მერე წამწამები აახამხამა, თვალები მოიწმინდა და აბუტბუტდა.
He was at first silent, then he blinked, rubbed his eyes and murmured.
85734.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ელენეჯან... ჩემო კვაჭი... ჩემო შვილებო... ღმერთმა გაგაბედნიეროთ... ჩემო შვილებო... ჩემო ელენეჯან... ჩემო კვაჭი!..
"My dear Elena … My Kvachi … Children … God send you happiness … My children … My dear Elena … My Kvachi!"
85735.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენეც ატირდა.
Elena burst into tears.
85736.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე დადიოდა გამოჭიმული და გაბღენძილი, რადგან მან ერთხელ სიკვდილს გადაარჩინა ალექსი.
Kvachi walked about, erect and proud at having not only saved Aleksi from death.
85737.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა მანვე ამ ოჯახში შემოიტანა განუზომელი სიკეთე და ბედნიერება.
Now he had brought unbounded prosperity and happiness to his family.
85738.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცოტა ხნის შემდეგ კვაჭი და ალექსი კაბინეტში გავიდნენ. კვაჭიმ სთქვა.
After a little while Kvachi and Aleksi went into the study, where Kvachi said.
85739.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პატიოსანი სიტყვა უნდა მომცეთ, ბიძია ალექსი, რომ ამ ამბავს ორი კვირით მაინც უუდიდეს საიდუმლოებად შეინახავთ.
"You must give me your word of honor, uncle Aleksi, that you'll keep all this a secret for two weeks".
85740.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ელენეც გაჩუმდება. მერე გავმართავთ ნიშნობას.
And Elena must keep quiet about it. Later we can celebrate our engagement.