მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85681.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ კონვერტი უბეში ჩაიდო.
Kvachi put the envelope in his breast pocket.
85682.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსიმ ჰკითხა: – დღიური ვაჭრობა რამდენი გაქვთ?
Aleksi asked him: "What's your daily turnover?"
85683.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ზედიზედ რომ ვიანგარიშოთ, ხუთასი ლირა გამოვა.
"In total, it comes to five thousand lira".
85684.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სუფთა მოგება მესამედი მაინც იქნება.
"The net profit would be a third".
85685.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
უკან რომ ბრუნდებოდნენ, ალექსი ჩამორჩა. ჩაფიქრებული მოდიოდა და ანგარიშობდა.
When they were going back home, Aleksi lagged behind, walking thoughtfully as he calculated.
85686.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეს შეადგენს დღეში 150 ლირას, თვეში შესდგება დაახლოვებით ოთხი ათასი ლირა მოგება.
"That amounts to 150 lira a day, which makes about four thousand lira profit".
85687.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ოთხი ათასი! ჩემ წილად მოვა 1300 ლირა.
"Four thousand! My share will come to 1,300 lira".
85688.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ბონებზე რომ გადავიტანოთ, გამოვა... გამოვა...
Converted to vouchers, that will make … will make …
85689.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გამოვიდა ოცი ან ორასი მილიარდი მანეთი.
It made twenty gold, or two billion paper roubles.
85690.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„თავნს რომ ჩემი ორი ათასი მივუმატოთ, ვაჭრობა ერთი მესამედით მაინც იმატებს, ე. ი. წმინდა მოგება თვეში ექვსი ათასამდის ავა“.
"If we add my two thousand to the capital, the turnover goes up by a third, so the net monthly profit will rise to six thousand".
85691.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ჩემ წილად მოვა ორი ათასი, ე. ი. დღეში 70 ლირა... ღმერთო დიდებულო!“
"My share will be two thousand, that's seventy lira a day … God almighty!"
85692.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ამოდენა ფული როგორ უნდა დავხარჯო!...“
"How will I spend so much money?"
85693.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა ალექსი ხარჯავს თვეში სამოც ლირას;
Aleksi at the time was spending sixty liras a month;
85694.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხარჯი რომ გაახუთოს და სამასი დახარჯოს, 1700-1500 ლირას მაინც გადაარჩენს.
If he increased his spending five-fold and spent three hundred, there'd still be from 1,500 to 1,700 lira left over.
85695.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეს დაიჭერს წელიწადში ოცი ათასს, ე. ი. ერთი წლის შემდეგ ათ სახლს იყიდის იმისთანას, როგორიც ეხლა აქვს.
That would make twenty thousand a year, so that he could buy in a year ten houses like the one he now had.
85696.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყოველთვიური მოგება ისევ საქმეში რომ ჩაყაროს, წლის ბოლოში ორმოცი – სამოცი ათასი გახდება.
If he put all the profit in the business together, it would be forty to sixty thousand lira by the end of the year.
85697.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ანგარიშები აერია ალექსის.
Aleksi's calculations were fuzzy.
85698.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზეპირად სწორი ანგარიში შეუძლებელია.
He was incapable of exact mental arithmetic.
85699.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საჭიროა ფანქარი, ქაღალდი, განმარტოვება. ალექსის ეშმაკები ჩაუსხდნენ თავში და ტვინი აუდუღეს.
He needed pencil, paper, and solitude. Aleksi was now a man possessed, and his brain was feverish.
85700.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნაბიჯს უმატა. ჩქარობდა ნამდვილი ანგარიშის გამოყვანას.
He quickened his pace. He was in a hurry to draw up the real accounts.