მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85781.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყველგან ეუბნებოდენ: – აქ არა ცხოვრობს... არ ვიცნობთ... არ გაგვიგია.
Everywhere he was told: "He doesn't live here … We don't know him … We haven't heard anything".
85782.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვიღაცას გუშინ უნახავს კვაჭი კვაჭანტირაძე „არტო“-ში.
Somebody said they'd seen Kvachi playing roulette in the Arto club.
85783.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რულეტს თამაშობდა. ამ კლუბის დიდი მუშტარია. ძალიან დიდ ფულს ატრიალებს. თან დასდევს ებრაელი ქალი რახილი.
He was a big client at that club, he spent a lot of money there, and had his eye on a Jewish woman, Rachel.
85784.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როგორ, ალექსიმ არ იცის, ვინ არის რახილი? მთელმა ქალაქმა იცის.
Did Aleksi really not know who Rachel was? The whole of the city knew.
85785.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯერ ჯანოიანის საყვარელი იყო, მერე მამედოვისა, მერე ნეპმანისა.
She was the mistress of Janoiani, then of Mamedov, then of some NEP businessman.
85786.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა ყველას კვაჭანტირაძემ წაართვა.
Now Kvachantiradze had snatched her from all of them.
85787.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მოთამაშენი მაშინ გაცოცხლდებიან ხოლმე, როცა კლუბში კვაჭანტირაძე გამოჩნდება.
The gamblers all came to life when Kvachantiradze turned up at the club.
85788.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვახშმად ისე არ დაჯდება, თუ ათიოდე კაცი და ქალი არ მოისვა გარსშემო.
He didn't sit down to supper until he had a dozen men and women sitting round him.
85789.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საღამოს ცხრა საათიდან ალექსი „არტო“-ს კარებთან ტრიალებს.
At nine in the evening Aleksi hung about the doors of the Arto.
85790.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საათის თერთმეტზე კვაჭანტირაძე ავტომობილით მოადგა კლუბის კარებს.
At eleven Kvachi Kvachantiradze arrived by car at the door.
85791.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოთხნი გადმოვიდნენ: ორი ქალი და ორი კაცი.
Four people, two men and two women, got out.
85792.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოთხივენი ისე იყვნენ მორთულ-მოკაზმულნი, რომ შერცხვენილი ალექსი განზე გადგა და გზა დაუთმო.
All four were dressed to kill, so that Aleksi stood aside in embarrassment to let them pass.
85793.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე უცებ ქუდი მოიხადა, ამაყად მიმავალ კვაჭანტირაძეს დაეწია და თაკილით, მორიდებით, ღიმილით წაიბუტბუტა: – კვაჭი... შვილო კვაჭი...
Then he quickly doffed his hat, went up to Kvachi, who was passing arrogantly, and with a disdainful, embarrassed smile muttered: "Kvachi … Kvachi, my boy …"
85794.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძემ ძლივს მოიხედა და მკვახედ გადმოუგდო: „არ მცალია!“ – და ხალხში შეერია.
Kvachantiradze, barely looking at him, brusquely responded, "I haven't got time," before mingling with the others.
85795.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არც იმ ღამეს ეძინათ ალექსის და ელენეს.
Neither Aleksi nor Elena slept that night.
85796.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გამწარებული და გაბრაზებული ალექსი ბოლთას სცემდა თავის ოთახში, მუშტებს უღერებდა კვაჭანტირაძეს და იმუქრებოდა.
Embittered and enraged, Aleksi paced the room, brandished his fists, and threatened Kvachantiradze.
85797.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაშ თუ ეგრეა, მე შენ გაჩვენებ, შე ჰარამზადავ, შენა!..
If that's how it is, I'll show you, you scoundrel, you …
85798.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შე სალახანავ... ჯიბგირო!.. დამაცა... დამაცა!..
You deserve a thrashing, you pickpocket!Just you wait … Just you wait …
85799.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს ალექსიმ მიაგნო კვაჭანტირაძის ბინას და ორი საათი უცადა სახლის წინ.
The next day Aleksi found out where Kvachantiradze was living and waited outside his house for two hours.
85800.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, კვაჭი კვაჭანტირაძე გამოვიდა.
Finally, Kvachi Kvachantiradze emerged.