მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85761.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დანიშნულთა სადღეგრძელო დალიეს.
They drank the health of the betrothed couple.
85762.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იყო მხიარულება სამთა შორის, ზეიმი და ბედნიერება.
All three rejoiced and celebrated their happiness.
85763.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი ისევ ატირდა, ელენე სიხარულისგან იწოდა და იცინოდა, კვაჭანტირაძე ისევ იღიმებოდა და იბღინძებოდა.
Aleksi burst into tears again, Elena was flushed and laughing with joy, while Kvachantiradze kept smiling and looking pleased with himself.
85764.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს კვაჭანტირაძემ სახლის გასასინჯად ვიღაც თათარი მოიყვანა.
The next day Kvachantiradze brought some Azeri to take a look at the house.
85765.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გაიმართა დიდი ვაჭრობა: სახლის ქება, ძაგება, განდიდება და დამცირება. სამი დღის შემდეგ ნოტარიუსთან წავიდნენ.
They started bargaining hard: the house was praised, criticized, made much of, and belittled. After three days they went to the notary.
85766.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საღამოზე ალექსიმ ორას-ორმოცდაათი ოქრო ჩაუთვალა კვაჭანტირაძეს და ხელწერილი გამოართვა...
That evening Aleksi paid out two hundred and fifty gold roubles to Kvachi and was given a signed receipt …
85767.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ყოველ შემთხვევისათვის... ვინ იცის, კაცნი ვართ...
"Just in case … who knows, we're only human …"
85768.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„კვაჭი კვაჭანტირაძე მოვალეა დაუთმოს ალექსი ირემაძეს მესამედი სავაჭროსი და ნაღდი მოგებისა...“
"Kvachi Kvachantiradze promises to pay Aleksi Iremadze one third of the profits on turnover and on cash receipts …"
85769.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ალბათ ასე იწერება სავაჭრო ამხანაგობის ხელშეკრულობა! - ფიქრობდა ალექსი, როცა კვაჭი კვაჭანტირაძეს ხელწერილს ინახავდა საბუთების ყუთში.
"I suppose that's how a trading partnership contract is drawn up," Aleksi thought, as he put Kvachi's signed paper in his documents drawer.
85770.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს კვაჭი კვაჭანტირაძე სხვა ბინაზე გადავიდა. უხერხული იყო სიძესთვის ალექსის ოჯახში დარჩენა.
Next day Kvachi Kvachantiradze moved to a new apartment: he found it awkward to stay with his prospective father-in-law.
85771.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამი დღე კვაჭანტირაძე არსად სჩანდა.
Kvachantiradze then vanished for three days.
85772.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პირმოღუშული ელენე თავის ადგილს ვერ პოულობდა.
Elena's face was grim; she didn't know what to do with herself.
85773.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი სამჯერ იყო ქვემო ბაზარში, მაგრამ ვერც კვაჭანტირაძე ნახა და ვერც მისი ამხანაგი შიქია.
Aleksi went to the lower market three times, but couldn't find Kvachi or his partner Beso Shikia.
85774.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, ალექსის უთხრეს: – ჩვენ კვაჭი კვაჭანტირაძეს არ ვიცნობთ.
In the end Aleksi was told: "We don't know any Kvachi Kvachantiradze.”
85775.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როგორ? მაშ ვისია ეს დუქანი? რაო?! შველიასი!? მაშ შიქია ნოქარი იყო?!.
"What do you mean? Then whose shop is this? What? Shvelia's? And Shikia was just an assistant?"
85776.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არც იცით, სად ცხოვრობს შიქია? რუსეთში წავიდა?
"And you don't even know where he lives? He's gone to Russia?"
85777.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დარეტიანებული და გაბრუებული ალექსი ბარბაცით უკანვე მოდიოდა, თან გულში ეჭვის გველი მოჰქონდა და გაფითრებულ ტუჩებით ჩურჩულებდა.
Crazed and stunned, Aleksi staggered back home; tormented by suspicion, his pallid lips whispered.
85778.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ღმერთო დიდებულო!.. ღმერთო, მიხსენ სირცხვილისა და უბედურებისგან... ღმერთო ძლიერო... ღმერთო დიდებულო!..
"God almighty! God, spare me the shame and the misfortune … Almighty God … God almighty!"
85779.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამჯერ აიარ-ჩაიარა ალექსიმ ვარდისუბნის ქუჩა.
Aleksi walked up and down Vardisubani Street three times.
85780.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე ამ ქუჩაზე გადმოვიდა.
Kvachantiradze had come down that street.