მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85821.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კმარა! კვაჭი კვაჭანტირაძეს ისეთი ოჯახი არა აქვს, რომ შიგ ფეხმოტეხილი ავეჯი ან გაბზარული ვაზა შეიტანოს.
No! Kvachi's family is too good for him to bring in spoilt goods or cracked vases.
85822.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მემუქრებით კიდეც! რით, როგორ? ნუ გავიწყდებათ, რომ მე თქვენთან ვახშამზე ვიყავი ხუთ აპრილს.
"Are you threatening me again? Don't forget I was having supper with you on 5 April".
85823.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენ ხმამაღლა პროკლამაცია წაიკითხეთ და კონტრრევოლუციური სიტყვა სთქვით.
"You read a proclamation out loud and made a counter-revolutionary speech".
85824.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თორმეტმა კაცმა დაადასტურა წერილობით, რომ მეც იქ ვიყავი.
"Twelve people have confirmed in writing that I was there".
85825.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რაო, პროკლამაცია არ წაგიკითხავთ? სიტყვა არ გითქვამთ?
"What? You didn't read out a proclamation? You didn't make a speech?"
85826.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ოთხმა თქვენმა სტუმარმა რამდენიმე მოწმის დასწრებით დაადასტურა ეს ამბავი.
"Four of your guests in the presence of several witnesses have confirmed that you did".
85827.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ათიოდე მოწმე არა კმარა? თქვენ თვითონ არ მითხარით „იქ“, სარდაფში?
"Are a dozen witnesses not enough? Didn't you yourself tell me 'down there' in the dungeon?"
85828.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჯალილა არ გახსოვთ? ისიც მოწმეა.
"Don't you remember Jalil? He's a witness, too".
85829.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე ურჩევს ალექსის გაჩუმდეს, ამას ისევ ალექსის ინტერესი მოითხოვს.
Kvachantiradze advised Aleksi to keep quiet, for that would be in Aleksi's own interests.
85830.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე დიდ პატივს სცემს ალექსის, იმის სახელს, ოჯახს და პატიოსნებას, თორემ აქამდის...
Kvachantiradze had great respect for Aleksi, his household, his family, his reputation, but only so far …
85831.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი სიტყვით, სჯობია ორივენი გაჩუმდნენ.
Anyway, it would be best if they both kept quiet.
85832.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ეხლა კვაჭანტირაძეს არ სცალიან.
Kvachantiradze was very busy just now.
85833.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საჩქარო საქმეები აქვს. ისედაც დაიგვიანა.
He had urgent things to see to, and he was late, in any case.
85834.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ჯალილ, წავიდეთ!
"Goodbye. Jalil, let's go".
85835.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და ამაყი სიარულით მივიდა ავტომობილთან, სადაც შოფერს გვერდით უჯდა ახოვანი თათარი, რომელიც ალექსის უღიმოდა, და ამაყად გამოიჭიმა შიგ.
With haughty strides Kvachi went to his car, where the tall Turk was sitting next to the chauffeur. Proudly stretching inside the car, Jalil smiled at Aleksi.
85836.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა სახლში.
Aleksi went home, more dead than alive.
85837.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ელენე თითქმის აღარაფერს სჭამდა, აღარავის ელაპარაკებოდა, სახლიდან აღარ გამოდიოდა, ტიროდა, დარდობდა და მამას საყვედურით ავსებდა.
Elena had virtually stopped eating or speaking to anyone. She stayed in the house, crying, grieving, and silently reproaching her father.
85838.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ყოველი მისი სიტყვა, მისი დარდი და ცრემლი ალექსის ტყვიასავით ხვდებოდა გულში.
Every utterance she made, her sadness and tears penetrated Aleksi's heart like bullets.
85839.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი ერთ თვეში ორად მოიხარა, დაბერდა, გათეთრდა, გახდა და დაპატარავდა.
In a month Aleksi had become bent, elderly, white, thin, and shrunken.
85840.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხანგამოშვებით, დაკარგული სახლი და გულგატეხილი ელენე რომ მოაგონდებოდა ხოლმე, აცეცხლდებოდა, აცქმუტუნდებოდა, აპილპილდებოდა.
Every now and again, when he thought about his lost house and his heartbroken Elene, he would become fiery, restless, and hot-tempered.