მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85801.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი წინ გადაეღობა, ერთმანეთს სალამი არ მისცეს.
Aleksi blocked his path. They did not exchange greetings.
85802.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი... ეს რას ნიშნავს?
"I want a couple of words with you … What does this mean?"
85803.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არაფერს! – დინჯად და გულმშვიდად მიუგო კვაჭანტირაძემ, თან ოდნავ იღიმებოდა: – დაპირებულ სავაჭროს მალე გავხსნი.
"Nothing," Kvachantiradze gravely and calmly replied, with a hint of a smile. "I'm going to start the business I promised shortly".
85804.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– როგორ თუ გახსნი? აქამდის მეუბნებოდი, რომ სავაჭრო შენია და შიქიასი?!.
"What do you mean, start it? Before this you told me that the business was yours and Beso Shikia's!"
85805.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგ ტყუილია. მე ეგ არ მითქვამს. მე და შიქია ვყიდულობთ მეთქი.
"That's not true. I never said that. I said I and Shikia were buying it".
85806.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი კვაჭანტირაძეს არ ესმის ალექსის პრეტენზიები.
Kvachi Kvachantiradze wasn't going to listen to Aleksi's protests.
85807.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსიმ კვაჭანტირაძეს ასესხა ორი ათას ხუთასი მანეთი, მაშასადამე, კვაჭანტირაძეს ჰმართებს ალექსისა ამდენივე, მორჩა და გათავდა!..
Aleksi had lent Kvachantiradze two thousand five hundred roubles, so that was all Kvachi owed him. No more to be said!
85808.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როდის დაიწყებს კვაჭანტირაძე ვაჭრობას? მალე... ნამდვილს ვერ იტყვის.
When was Kvachantiradze going to start trading? Soon … He couldn't give the actual date.
85809.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შიქია სტამბოლში წავიდა საქონლის მოსატანად.
Shikia had gone to Istanbul to bring goods.
85810.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
თუ ალექსის არ შეუძლია მოცდა და აღარ უნდა ამხანაგობა, ის უკან ვერ მიიღებს თავის ფულს... როდის?
If Aleksi couldn't wait and didn't want to be a partner any more, then he could have his money back … When?
85811.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
როცა შიქია საქონელს ჩამოიტანს და ეს საქონელი გაიყიდება, მორჩა და გათავდა!
When Shikia brought the goods back and they'd been sold. That's all there was to it.
85812.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რატომ აღარ მიდის კვაჭანტირაძე ალექსის ოჯახში?
Why had Kvachantiradze stopped visiting Aleksi and his daughter?
85813.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ძალიან ფაქიზი საკითხია...
A very delicate question …
85814.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძეს ამაზე ეჩოთირება ლაპარაკი, მაგრამ რაკი ალექსის დაჟინებით უნდა მიზეზის გაგება, კვაჭანტირაძე იტყვის.
Kvachantiradze found it awkward to talk about, but since Aleksi insisted on knowing, he would say why.
85815.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაშინ არ ვიცოდი, რომ ელენეს წარსულში რომანი ჰქონია ვანო ხრამელთან.
"I didn't know that Elena once had an affair with Vano Khrameli".
85816.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რაო? თორმეტი წლის წინად იყო ეს ამბავი?
What? That business twelve years ago?
85817.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გიმნაზიელების უბრალო გატაცება?
Just a simple schoolchildren's infatuation?
85818.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შორით ოხვრა, შორით კვნესა, არა?
That's all dead and buried, isn't it?
85819.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძემ არ იცის, დარწმუნებული არ არის.
Kvachantiradze didn't know, he wasn't sure.
85820.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შეიძლება, ყველაფერიც იყო... არავინ იცის.
Everything might still be … nobody knows.