მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85861.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გული დაეწვა, აემღვრია და აუშფოთდა. ჯალილა რომ წავიდა, ალექსიმ ისევ მუშტები მოიღერა და წაიბუტბუტა.
He felt upset, angry, and disturbed. Once Jalil had gone, Aleksi brandished his fists again, muttering.
85862.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დაიცა... დამაცა, შე ჯიბგირო, შე ჰარამზადავ!.. დაიცა... დამაცა...
"Just you wait … just you wait, you pickpocket, you scoundrel. Just wait, just wait".
85863.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მალე მოვიდა დღე ალექსის შურისძიებისა და კვაჭანტირაძის განკითხვისა.
Very soon the day dawned for Aleksi's revenge and Kvachantiradze's judgement.
85864.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭანტირაძე ისევ დააპატიმრეს და იმავე ბნელ სარდაფში ჩააგდეს „გველებთან, ხვლიკებთან, ბაყაყებთან და ჭინკებთან“.
Kvachantiradze was imprisoned again and thrown into the same dark dungeon with "snakes, lizards, frogs, and other foul things".
85865.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენიმე დღით ადრე დაიჭირეს კვაჭანტირაძის ამხანაგი შილაძე.
Kvachantiradze's partner Shiladze had been arrested a few days earlier.
85866.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გამოტეხილა და უთქვამს, ვითომ ხუთ აპრილს, ღამის ორ საათზე იმან და კვაჭი კვაჭანტირაძემ ვერაზე ვიღაც სომეხი გაძარცვეს.
He made to confess: he had said that on 5 April, at two in the morning, he and Kvachi had robbed an Armenian in Vera gardens.
85867.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი აღელვებული დარბოდა თავის ოთახში და ჟინის მოგებით ბუტბუტებდა.
Aleksi rushed round his room anxiously, repeatedly mumbling.
85868.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ღმერთი ჰარამზადას ურმით დასდევს, მაგრამ მაინც დაეწევა ხოლმე... ღმერთო მაღალო!
"The mills of God grind slowly, but exceeding small … Almighty God!"
85869.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– საკვირველ არიან საქმენი შენნი და ულმობელ არს სამართალი შენი! ეხლა რას იტყვი, შე ჰარამზადავ, შენა?
"Wondrous are Thy deeds and severe is Thy justice! Now what do you say, you scoundrel, eh?"
85870.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეხლა ვინ გიშველის? ალექსი ირემაძის იმედი ხომ არა გაქვს?
"Who's going to help you now? You're not relying on Aleksi Iremadze, are you?"
85871.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გიშველი, კარგად გიშველი! ერთ ლოდს მეც მოგაყოლებ!
"I'll help you all right! I'll cast the first stone!"
85872.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი შურისძიებისთვის ემზადებოდა, მაგრამ...
Aleksi anticipated revenge, but …
85873.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მალე ალექსი, ელენე და მათი ათი სტუმარი მეორედ, მესამედ და მეოთხედ დაიბარა გამომძიებელმა.
Soon Aleksi, Elena, and their ten guests were summoned for the second, third, and fourth time by the interrogator.
85874.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას აქეთ ირემაძე აღარ იმუქრება.
After that Iremadze stopped his threats.
85875.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აგერ მესამე თვეა, რაც დალეულ-დაქანცული ალექსი დაცუნცულებს თავის სტუმრებთან და ჩაკეტილ ოთახში შიშით და სიფრთხალით ჩურჩულებს.
For three months now Aleksi, exhausted and drained, had trotted around his guests and whispered fearfully and timidly in a locked room.
85876.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე ისევ ვაჩვენე, რომ იმ ღამეს კვაჭი კვაჭანტირაძე... ერთი სიტყვით, ჩვენებაში არაფერი შემიცვლია...
"I've given evidence that Kvachi Kvachantiradze that night … in a word, nothing's changed in my evidence …"
85877.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– არ გაბრიყვდეთ, არავინ გადასთქვათ, არ გამოტყდეთ, თორემ...
Don't let them fool you, nobody must take back their word or confess, otherwise …
85878.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხომ იცით, ყალბი ჩვენებისთვის ეხლა რა მოგველის?
You know what we'll get for giving false evidence?
85879.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გარდა ამისა, გამომჟღავნდება პროკლამაციის ამბავიც.
"Anyway, the business of the proclamations will come out, too".
85880.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მართალია, პროკლამაციები მე დაგირიგეთ, მე წაგიკითხეთ, სიტყვაც ვსთქვი.
"True, I let you have the proclamations and I read them to you, I made a speech too".