მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85881.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მაგრამ თქვენც ხომ ყურს მიგდებდით, თქვენც ლაპარაკობდით და პროკლამაციებიც წაიღეთ!
"But you listened to me, and you talked and took the proclamations with you".
85882.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თორმეტმა მოწმემ ისე შეჰკრა პირი, რომ ეს ამერიკული კლიტე ვერაფრით გააღეს – ვერც მარწუხებით, ვერც გასაღებით, ვერც მუქარით და ვერც ალერსით.
"The twelve witnesses again colluded so that this padlock could never be unlocked, not by pliers, or keys, or threats, or kind words".
85883.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ალექსი დღე და ღამე ამ კლიტეს დასტრიალებდა, ყოველდღე მასზე ჰფიქრობდა და ზრუნავდა.
Day and night Aleksi fussed over the padlock, thought and worried about it every day.
85884.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ათვალიერებდა, ზომავდა, ყველას არიგებდა, აშინებდა და გაშმაგებით, დაჟინებით, მტკიცედ და თავგანწირვით ებრძოდა გამოძიებას.
He pondered, gave everyone instructions and warnings, as he selflessly resisted the investigation with fury, obstinacy, and firmness.
85885.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბოლოს, საქმის გარჩევის დღეც მოვიდა. თორმეტმა მოწმემ ფიცი მიიღო.
Finally they had their day in court. Twelve witnesses swore an oath.
85886.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე, დილიდან საღამომდის, ყველა მოწმენი, როგორც ერთი კაცი, ერთნაირად იმეორებდნენ – მტკიცედ, დაჟინებით და რიხიანად.
And then, from morning till evening they all, as one, repeated firmly, stubbornly, and coolly.
85887.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კვაჭი კვაჭანტირაძეს ძალიან კარგად ვიცნობ.
"I know Kvachi Kvachantiradze very well".
85888.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ხუთ აპრილს ჩვენთან ერთად ვახშმად იყო ალექსი ირემაძესთან...
On 5 April we had supper together at Aleksi Iremadze's …
85889.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სწორედ ცხრა საათზე მოვიდა და დილის ექვსზე წავიდა.
He came at nine o'clock precisely and left at six in the morning.
85890.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ძალიან მთვრალი იყო. ოთახიდან ერთხელაც არ გასულა.
He was very drunk. He never left the room.
85891.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რას აკეთებდა? რას აკეთებენ ხოლმე ვახშამზე!
What did he do? What anyone does at a supper!
85892.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მუსაიფობდა, მღეროდა, არშიყობდა, ცეკვავდა, სვამდა, მხიარულობდა...
He chatted, sang, flirted, danced, drank, enjoyed himself …
85893.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიაღ, ამას ვფიცავ და ვამტკიცებ.
Yes, I swear to this and confirm it.
85894.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
და მართლა დაამტკიცეს. შილაძის ჩვენებამ არ გასჭრა.
And they did confirm it. Shiladze's evidence was disbelieved.
85895.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ცხადად დამტკიცდა, რომ შილაძეს უნდოდა კვაჭანტირაძის ჯავრის ამოყრა და მისი ფულის მითვისება.
It was clearly proven that Shiladze wanted to avenge himself on Kvachantiradze and get hold of his money.
85896.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ოციოდე მოწმემ ცხადჰყო, რომ მათ დიდი ხნის ანგარიშები ჰქონდათ.
Twenty witnesses stated that the two men had old scores to settle.
85897.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შილაძემ მიიღო კვაჭი კვაჭანტირაძესგან ათასი ლირა სტამბოლიდან საქონლის მოსატანად, მაგრამ ალბათ ფული გაფლანგა.
That Shiladze received a thousand liras from Kvachi to bring goods from Istanbul, but had apparently squandered the money.
85898.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამიტომ მოინდომა მან კვაჭანტირაძის ჩათრევა ამ საქმეში და დაღუპვა, მაგრამ...
So he had implicated Kvachantiradze to destroy him, but …
85899.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– სამართალი კიდევ არის ამ ქვეყნად! – ყვიროდა ვექილი.
"There is still justice in this world," shouted the lawyer.
85900.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნემეზიდამ თვისი რკინის ხელი ჩაავლო კისერში შილაძეს, რომელიც ტყუილად ფართხალობს და უდანაშაულო კვაჭანტირაძის გაჭუჭყიანებით ტყუილად ფიქრობს თავისი შავი სახელის გათეთრებას!
"Nemesis's iron hand has taken Shiladze by the neck, and he flails about in vain thinking he can sully the innocent name of Kvachantiradze with his filth".