მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85921.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ნუ შეწუხდებით, ბიძია ალექსი. ღმერთი დიდია.
"Don't worry, uncle Aleksi, God is great".
85922.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენს ვალს მაინც გადაგიხდით... მალე, ძალიან მალე გადაგიხდით...
"I'll still pay you back what I owe … I'll pay you soon, very soon …"
85923.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მერე მოუბრუნდა ყველას: – მეგობრებო! ხუთი აპრილის ვახშამი დღეს უნდა გადაგიხადოთ.
Then he turned to everybody: "Friends. We should celebrate today the supper of 5 April".
85924.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– გთხოვთ ყველას მეწვიოთ ათ საათზე „არტო“-ში.
"I invite you all to come at ten to the Arto".
85925.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– თქვენც უნდა პატივი მცეთ, ბატონო ალექსი, თქვენც, ქალბატონო ელენე!
"You too have to do me the honor, Aleksi, and you, Miss Elena!"
85926.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კიდევ ერთხელ ყველას მადლობა და გამარჯვება!
"Again, thanks to everyone and good luck".
85927.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ ასე: საღამოს ათ საათზე ყველას გელით „არტო“-ში.
"Right then: this evening at ten I expect you all in the Arto".
85928.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხუთი აპრილის ვახშმის ხსენებაზე ზოგმა გაიღიმა, ზოგმა გაიცინა.
At the supper to mark the 5 April supper, some smiled, some laughed.
85929.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჯალილამ ავტომობილი მოაგრიალა.
Jalil sent the car roaring down the streets.
85930.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი კვაჭანტირაძე, მისი „უმწიკვლო“ რახილი, დედა და ვექილი წავიდნენ. დანარჩენებიც ნელ-ნელა დაიშალნენ.
After Kvachi Kvachantiradze, his "chaste" Rachel, his mother, and lawyer left, the others very slowly dispersed.
85931.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ ვახშამმაც დილის ექვს საათამდის გასტანა. კვაჭიმ ასი მილიარდი გადიხადა.
This supper too went on until six the next morning. Kvachi paid a hundred billion paper roubles.
85932.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მას აქეთ, ელენეს რომ გაახსენდება ხოლმე დაკარგული სახლი, სიმწარით თითებს იკვნეტავს.
Afterwards, whenever Elena thought of her lost house, she chewed her fingers with frustration.
85933.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
საჭმელს არ ეკარება, კარჩაკეტილში სტირის და დარდობს.
She would not eat, she stayed in the house, wept, and grieved.
85934.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხოლო ალექსი დარბის თავის ოთახში, დალეულ მუშტებს უღერებს დაკარგულ სიძეს და იმუქრება.
Aleksi rushed around his room, brandishing his tired fists at his lost son-in-law, threatening him.
85935.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დაიცა... დამაცა, შე ჯიბგირო, შე ჰარამზადავ, შენა!..
Wait … just you wait, you pickpocket, you scoundrel, you …
85936.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ღმერთი დიდია, გადაგიხდის... დაიცა.,. დამაცა...
God is great, and will make you pay … Wait … Just you wait …
85937.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ლა-აზათ! ლა-აზათ! - იტყოდა ხოლმე ჯალილა, როცა ამ ამბავს მოიგონებდა.
"What a show, what a show," Jalil said whenever he recalled all this.
85938.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აქა ამბავი რახილის ღალატისა
Rachel's Infidelity.
85939.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მთა მთას არ შეხვდება, ადამიანი კი ადამიანს ყოველთვის შეხვდებაო.
Two mountains can never meet, but two human beings always can.
85940.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაუნდობელმა ბედმა ეს ანდაზა კვაჭანტირაძეს კისერზე გაამართლა.
That inexorable proverb proved only too true for Kvachantiradze.