მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85941.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმ საღამოს კვაჭიმ ძლივს გასწყვიტა უკანასკნელი ძაფი, რომელიც რახილის და კვაჭის აერთებდა. ახირებული ქალი იყო რახილი!
That evening Kvachi had just broken the last thread tying him to Rachel. She was a determined woman.
85942.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მთელი თვისი ქონება, ოცი წლის ოფლით, ქშენითა და წკმუტუნ-ღმუილით ნაშოვნი, ზედ ეკიდა.
All the possessions which she had got by sweating, heavy breathing, and whimpering or howling were on her person.
85943.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ზოგი ყელზე, ზოგი ყურებზე, ზოგი მკერდზე და ზოგიც თითებზე.
Some on her neck, others on her ears, breast, and fingers.
85944.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთხელ რახილმა გადააჭარბა და, კვაჭის წყალობით, ისე დათვრა, რომ კვაჭიმ ის დედაკაცი ძლივს აიყვანა მეორე სართულში.
Once Rachel went too far, thanks to Kvachi, and got so drunk that he had trouble getting her upstairs.
85945.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აიყვანა და სწორედ ათი წუთის შემდეგ დაუბრუნდა ავტოს, სადაც მას ვალიკო კალმაძე უცდიდა.
Ten minutes after he got her there, he went back down to the car where Valiko Kalmadze was waiting for him.
85946.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– წადი, ვალიკო, წადი. კარგი დრო გაქვს: რახილი სულ შენზე ლაპარაკობს...
"Go, Valiko, go. You're in luck: all Rachel talks about is you".
85947.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვალიკო რახილს დასდევდა და თავის ჯერს უცდიდა, მაგრამ კვაჭის ნებართვამ მაინც გააკვირვა.
Valiko had his eye on Rachel and was waiting for his turn, but he was still surprised that Kvachi was authorizing him.
85948.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– შენ ამბობ მაგას, კვაჭი?
"Do I understand you correctly, Kvachi?"
85949.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კი, მე ვამბობ! თავი მომაბეზრა, აღარ მინდა.
"Yes, that's what I said. I'm fed up with her, I've gone off her".
85950.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვალიკო რახილთან ავიდა, კვაჭი კი სახლში დაბრუნდა.
Valiko went up to see Rachel, and Kvachi rejoined the company.
85951.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეორე დღეს დაფეთებული რახილი კვაჭის შეუვარდა.
The next day a panicky Rachel rushed to Kvachi.
85952.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ჩემი განძი!.. ჩემი საყურეები!.. ბეჭდები! წაიღეს, ყველაფერი წაიღეს!
"My treasure! My earrings! My rings! They've taken them, they've taken everything!"
85953.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვინ? ვინ წაიღო? რახილმა არ იცის.
"Who? Who took them?" Rachel didn't know.
85954.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ან კვაჭი წაიღებდა, ან მოსამსახურე, ან კიდევ... ვალიკო..
Either Kvachi took, or a servant, or even … Valiko.
85955.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ვალიკო? ვალიკო წუხელის შენთან იყო?
"Valiko? Was Valiko with you last night?"
85956.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იყო, ერთი წუთით შეირბინა, თუმცა რახილს არაფერი ახსოვს, რადგან ძალიან მთვრალი იყო.
"Yes, he dropped in for a minute". But Rachel didn't remember, because she was very drunk.
85957.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთის წუთით? ხა-ხა-ხა! იცის კვაჭიმ, ყველაფერი იცის!
For a minute? Ha-ha-ha! Kvachi knew everything, he did.
85958.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვალიკო რახილის ოთახიდან დილის ხუთ საათზე გამოვიდა.
Valiko left Rachel's room at five in the morning.
85959.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიდი ხანია, რაც კვაჭი უთვალთვალებს რახილს.
Kvachi had been watching Rachel for some time.
85960.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დღეს დილით, როგორც იყო, სიმართლე გამოირკვა. ჰოი, ორგულო, მეძაო, ცბიერო დედაკაცო!
This morning the truth finally emerged: "Ugh, you two-faced whore, you lying woman!"