მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85981.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„კვაჭი დაგიბრუნდება, უეჭველად დაგიბრუნდება, ოღონდ მისი მეგობარი ვალიკო უნდა დაინდო, არ უნდა დაჰღუპო...“
"Kvachi will come back to you, for sure, but you must give Valiko the benefit of the doubt and not ruin him …"
85982.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„დანაკარგს კვაჭი აგინაზღაურებს, ერთს ორად დაგიბრუნებს“.
"Kvachi will recompense you for your loss, he'll pay you back double".
85983.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭიმ დარდი დაიმშვიდა და რახილს დაუბრუნდა.
Kvachi soothed the grief and went back to Rachel.
85984.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაივიწყა კვაჭიმ შენი ღალატი, რახილ!
Rachel, he's forgotten your infidelity.
85985.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შერიგდით და კვლავ გადააბით სიყვარულის დაწყვეტლი ძაფები.
Make up, and mend love's broken threads.
85986.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის სიყვარულთან ის განძი სახსენებელიც არ არის.
Compared with Kvachi's love, that jewelry's not worth mentioning.
85987.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დაივიწყა კვაჭიმ შენი ღალატი, რახილ!
Kvachi has forgotten your infidelity, Rachel.
85988.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სამაგიეროდ შენც უნდა დაივიწყო ჯიბგირი ვალიკო და შენი ზიზილ-პიპილო სამკაული.
So you, in turn, should forget that thief Valiko and your shoddy baubles.
85989.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რამდენი ღირდა შენი ნივთები? ათი ათასი? მეტი არა?
How much were your things worth? Ten thousand? No more?
85990.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
განა ღირს ორიოდე გროშისთვის ვალიკოს დაღუპვა?!
Is it worth ruining Valiko for the sake of a few pennies?
85991.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგ ფულს კვაჭი ორიოდე თვეში აგინაზღაურებს. უეჭველად, უეჭველად აგინაზღაურებს!
Kvachi can repay you that money in a couple of months. He certainly will, certainly.
85992.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სწორედ ისეთსავე ნივთებს გიყიდის, თუნდ ფულით გადაგიხდის.
He'll buy exactly the same things, or pay you in cash.
85993.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ შერიგდით? დაივიწყეთ დაკარგული განძეულობა და ღალატი? კეთილი და პატიოსანი!
So you've made up? You've forgotten the jewelry you've lost and the infidelity? Excellent!
85994.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაგაზე უკეთესი რაღა იქნება! მშვიდობა და სიყვარული სულსა და ხორცსა თქვენსა, რახილ და კვაჭი!
Nothing could be better. Peace and love for body and soul, for both of you, Rachel and Kvachi!
85995.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იცხოვრეთ, იცხოვრეთ და-ძმურად, ცოლ-ქმრულად, ტკბილად და ადამ-ევურად!
Live like brother and sister, husband and wife, as sweetly as Adam and Eve.
85996.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სულ ერთია, ამ მწარე სიცოცხლეში სიყვარულის და სიტკბოების მეტი არაფერი შეგრჩებათ.
Whatever you say, in this harsh life all you have left is love and enjoyment.
85997.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მაშ შეიყვარეთ ერთმანეთი, ვითარცა ტრედებმა!
So love one another like doves.
85998.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ვითარცა დამშეული მგლები! იმაკინტლეთ, ვითარცა მაიმუნებმა, და იმძუვნეთ, ვითარცა კატებმა!
Embrace one another like starving wolves, be as cuddly as monkeys, and as randy as cats.
85999.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნელა, კვაჭი, ნელა! უცბად ნუ დასწყვეტავ გაცვეთილ სიყვარულის ძაფებს
Slow down, Kvachi. Don't be too much in a hurry to break the worn out threads of love.
86000.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხეპრულად ნუ მოჰგლეჯავ შენს დაღლილ გულს რახილის გაჩვარებულ მკერდს!
Don't be such an oaf as to tear your tired heart from Rachel's bedraggled breast.