მოიძებნა 668045 ჩანაწერი
85961.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
აპატიე რახილს, კვაჭი, აპატიე! რახილი მართლა მთვრალი იყო.
Forgive her, Kvachi, forgive her. Rachel was really drunk.
85962.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შენი ბრალია, რახილმა რომ გიღალატა, შენი!
It's your fault that Rachel was unfaithful: yours!
85963.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რად ჩააცივდი გუშინ?! რად დაალევინე იმდენი შამპანური?!
Why did you pester her yesterday and make her drink so much champagne?
85964.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
არა, ყველაფერი გათავდა! მორჩა და გათავდა! კვაჭი ღალატს ვერ აპატიებს.
No, it's all over. There's no more to be said. Kvachi can't forgive infidelity.
85965.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
სისხლი უნდა დაიღვაროს, სისხლი! ტყუილად ეხვეწები კვაჭის, რახილ!
Blood will have to be shed, blood. There's no point pleading with Kvachi, Rachel.
85966.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ტყუილად ისველებ მობერებულ ლოყებს ცრემლით.
No point wetting your swollen cheeks with tears.
85967.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთ ღამეში დაგეკარგა მდიდარი საყვარელიც და ოცი წლის ნამუშავარიც!
In one night you've lost a rich lover and twenty years hard work.
85968.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
შენი ბრალია! ახია შენზე! მეორედ აღარ დათვრები.
It's your fault. You asked for it. You won't be getting drunk again.
85969.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ხელახლად უნდა დაიწყო შენი გაცვეთილ საწარმოო იარაღით სიბერისთვის ზრუნვა.
You'll have to start all over again using the wellworn tools of your trade if you're going to have a secure old age.
85970.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ სტირი, ნუ! შენი ცრემლით კვაჭის ვერ ჩამოურეცხავ ჩირქს. შენი განძეულობა? კვაჭი გიშველის.
Don't cry. Your tears won't wash the bile off Kvachi. How about your jewelry? Kvachi will help you.
85971.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ამაზე მეტს კვაჭისგან ნურაფერს მოელოდები.
But don't expect anything else from Kvachi.
85972.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
გიშველის და დანაკარგს გიპოვნის, ოღონდ ერთის პირობით: ხმას ნუ ამოიღებ და საწყალ ვალიკოს თავს ნუ მოსჭრი.
He'll help you recover your losses, but on one condition: you keep your mouth shut and don't take it out on Valiko.
85973.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ვალიკო კვაჭის მეგობარია; მას უმწიკვლო სახელი აქვს.
Valiko is Kvachi's friend and has an unsullied reputation.
85974.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ნუ დაჰღუპავ ახალგაზრდა ვაჟს, ნუ შეურცხვენ პატიოსან დედ-მამას.
Don't ruin a young lad, don't bring shame on his respectable parents.
85975.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი და ვალიკო საქმეს შეუდგნენ.
Kvachi and Valiko got down to business.
85976.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ძლივს მორიგდნენ ერთმანეთში.
They had trouble coming to an agreement.
85977.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
„ხვალ ან ზეგ“ აღარ თავდება.
"Tomorrow or the day after" never ended.
85978.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ბესო შუამავლობს. რახილის დამჭკნარ ყურში ნელ-ნელა სწვეთავს საამური შხამი.
Beso was the intermediary, by slowly dripping into Rachel's wan ear the sweet poison.
85979.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
რახილ! კვაჭი შენს ღალატს ივიწყებს...
Rachel, Kvachi is forgetting about your infidelity …
85980.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭის ისევ უყვარხარ... წინანდელზე მეტად უყვარხარ.
Kvachi loves you again … he loves you more than ever.