მოიძებნა 668045 ჩანაწერი
86061.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– კეთილი. მოვიფიქრებთ.
"All right, we'll think about it".
86062.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი კვირა იფიქრეს, მერე კვაჭის დაუძახეს და მეტეხის ციხეში გაჰგზავნეს.
They thought about it for a week, then summoned Kvachi and sent him to Metekhi.
86063.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
კვაჭი იმ შენობაში შეიყვანეს, რომელიც მტკვარს და აბანოებს გადასცქერის.
Kvachi brought him to the building that looks out onto the River Mtkvari and the bathhouses.
86064.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
ერთი საკანი გაუღეს და კარები უმალვე მიუკეტეს. კვაჭი ელდანაკრავივით შესდგა.
They opened up a cell and at once locked the doors on him. Kvachi stood there, as if struck by lightning.
86065.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
იმის წინ ტახტზე პავლოვი იჯდა და პირდაღებული კვაჭის შესცქეროდა.
On a bunk in front of him sat Pavlov, staring back open-mouthed.
86066.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლე, შენა?.. აქა?
"Pavle, you? Here?"
86067.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პავლემ პირი მიიბრუნა, მერე ისევ მოუბრუნდა და წაილუღლუღა.
Pavle turned his face away, then back and mumbled.
86068.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე... მე... შენ... და წვერ-ულვაში ცრემლით დაისველა.
"I … I … you …" Tears poured down his moustache and beard.
86069.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
მეტი ვეღარაფერი სთქვა. იდგა და თვალებს იწმენდავდა.
He could not speak. He stood up and wiped his eyes.
86070.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დაჯექი. დაჯექი და მიამბე. კვაჭიმ ძალით დასვა პავლოვი და თვითონაც გვერდით მოუჯდა.
"Sit down. Sit down and tell me." Kvachi forced Pavlov to sit, then sat by his side.
86071.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
პავლე ისევ სტიროდა და ჩურჩულებდა: – ახია ჩემზე, ახი! მოღალატეს ასე უნდა, ასე!
Pavle again burst into tears and whispered: "Serves me right, it does. That's what traitors deserve".
86072.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მე... შენ... მე ნამდვილი არამზადა ვარ, ნამდვილი!
"I … you … I'm a real rogue, a real rogue".
86073.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– დღეს თუ ხვალ გამათავებენ... მეტის ღირსიც არა ვარ.
"Any day they'll bump me off … I don't deserve better".
86074.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
დიდხანს იყუჩეს. მერე კვაჭიმ მხარზე ხელი დაადო და ტკბილად უთხრა.
They were silent for a while, then Kvachi put a hand on Pavlov's shoulder, asking him gently.
86075.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– პავლე, დამშვიდდი და მიამბე, როგორ მოხდა ის ამბავი?
"Pavle, stay calm; tell me how it happened".
86076.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– უბრალოდ. ათჯერ და ასჯერ გთხოვეთ, აქედან წავიდეთ, ხიფათს თავი გავაშოროთ მეთქი.
"It's simple. We asked you ten times, we asked you a hundred times. We said let's get out of here, let's escape, it's too dangerous".
86077.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მართალია. – შენ არ დაგვიჯერე.
"True". "You didn't believe us".
86078.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– ეგეც მართალია. არ დაგიჯერეთ და ჭკუაც წავაგეთ.
"That's true, too. I didn't believe you, I was out of my mind".
86079.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– მარტო მე ვერ წავედი. ფულიც არ მქონდა.
"I couldn't go on my own. I didn't have the money".
86080.
კვაჭი კვაჭანტირაძე | კარი მეშვიდე
– რატომ არ მთხოვე?
"Why didn't you ask me for it?"